Thumbnail
  • ალეკსანდარ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ მაროკოელები მათი ძმები არიან
  • სერბეთის ნაკრები კატარის მუნდიალზე ჯგუფში ჩარჩა

სერბეთის პრეზიდენტმა ალეკსანდარ ვუჩიჩმა RTS-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მუნდიალზე მესამე ადგილისთვის მატჩში ხორვატიის წინააღმდეგ მაროკოს უგულშემატკივრებს.

სერბეთსა და ხორვატიას შორის იუგოსლავიის დაშლის შემდეგ კარგი ურთიერთობა არასდროს ყოფილა, თუმცა აქამდე ერთმანეთზე ღიად საწინააღმდეგო პოზიცია სპორტში მაინც არ დაუფიქსირებიათ.

"ფინალში ვისკენ ვიქნები, არ ვიცი, მაგრამ მესამე ადგილისთვის მატჩში მაროკოს ვუგულშემატკივრებ. ისინი ჩვენი ძმები არიან, კოსოვო არასდროს უღიარებიათ და მსგავსი პრობლემები დასავლეთ საჰარაში აქვთ. თქვენ მეტყვით, რომ მთელი ნოვი პაზარი (სერბეთის ბოსნიელებით დასახლებული ქალაქი) მხარს მაროკოს უჭერს, რადგან მუსლიმები არიან, მაგრამ რა? მაროკოელები მაინც ჩვენი ძმები და მეგობრები არიან," - განაცხადა ვუჩიჩმა.

კატარის მუნდიალზე სერბეთის ნაკრები ჯგუფში ჩარჩა. ხორვატიამ ნახევარფინალური მატჩი არგენტინასთან წააგო, მაროკომ საფრანგეთთან. მესამე ადგილისთვის მატჩი დღეს, 17 დეკემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები