Thumbnail
  • ფიბამ თორნიკე შენგელია, გოგა ბითაძე, დუდა სანაძე და ფურკან კორკმაზი დასაჯა
  • ჯარიმა საქართველოს და თურქეთის კალათბურთის ფედერაციებსაც დაუწესდა

ევრობასკეტის ინციდენტინდან 103 დღის შემდეგ ფიბამ ქართველი და თურქი კალათბურთელები დასაჯა. ჯგუფური ეტაპის მატჩში, რომელიც თბილისში გაიმართა, საქართველოსა და თურქეთის ნაკრებთა მატჩში ინციდენტი მოხდა დუდა სანაძესა ფურკან კოკრმაზს შორის. ინციდენტი გასახდელშიც გაგრძელდა, სადაც მასში ამ კალათბურთელთა გარდა გოგა ბითაძე და თორნიკე შენგელიაც მონაწილეობდნენ. ფიბამ ქართველები უფრო მკაცრად დასაჯა.

გოგა ბითაძე 15 ათასი შვეიცარიული ფრანკით (15 ათას ევროზე ოდნავ მეტი) დასაჯა. გოგას აგრეთვე 3-წლიანი პირობითი დისკვალიფიკაცია მისცეს, რაც ნიშნავს, რომ ბითაძე ავტომატურად მიიღებს ხუთ-მატჩიან დისკვალიფიკაციას, თუკი კიდევ ერთხელ იქნება შემჩნეული რაიმე ინციდენტში.

დუდა სანაძე 3 ათასი შვეიცარიული ფრანკით დაისაჯა, მასაც 3-წლიანი პირობითი დისკვალიფიკაცია მისცეს. მომდევნო დარღვევის შემთხვევაში, სანაძე ავტომატურად 1 მატჩს გამოტოვებს. თორნიკე შენგელიას პირობითი დისკვალიფიკაცია და 5 ათასი შვეიცარიული ფრანკი დაუდგინეს.

კორკმაზი 6 ათასი შვეიცარიული ფრანკით და პირობითი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, რომლის დარღვევის შემთხვევაში, თურქი კალათბურთელი ავტომატურად 3 თამაშს გამოტოვებს. 

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია 40 ათასი შვეიცარიული ფრანკით დაისაჯა, თურქეთის - 15 ათასით.

აღსანიშნავია, რომ ფიბამ ამ მატჩის გამო ერთი საჩივარი არ დაუკმაყოფილა თურქულ მხარეს. საქმე ეხებოდა წამების მოკლებას. მართალია, ფაქტი დადასტურდა, თუმცა ფიბას ვერსიით, თურქულმა მხარემ ვერ დაამტკიცა, რომ ამან მატჩის საბოლოო შედეგეზე გავლენა იქონია. ეს განაჩენი თურქეთის კალათბურთის ფედერაციამ სპორტულ არბიტრაჟში გაასაჩივრა. 

კომენტარები

ბოლო ამბები