Thumbnail

ავსტრალიური დერბი შეწყდა: მელბურნ სიტის მეკარეს სათლით თავი გაუტეხეს

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • მელბურნ სიტისა და მელბურნ ვიქტორის მატჩი 22-ე წუთზე შეწყდა
  • ორივე გუნდის ფანების პროტესტს უსიამოვნო შედეგი მოჰყვა

მელბურნ სიტისა და მელბურნ ვიქტორის შორის გამართული ავსტრალიური დერბი 22-ე წუთზე შეწყდა - მასპინძლები 1:0-ს იგებდნენ, როცა სტუმართა ფანები მოედანზე შეიჭრნენ და სიტის მეკარე თომას გლოვერს სათლით თავი გაუტეხეს.

A ლიგის ლიდერი მელბურნ სიტი შეხვედრაში მე-11 წუთზე დაწინაურდა, მალე კი სტადიონზე გულშემატკივართა სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენელთა პროტესტი დაიწყო. ფანები მოედანზე პიროტექნიკას ისროდნენ, ერთ-ერთი მაშხალა ადგილობრივი მე-10 არხის ოპერატორს მოხვდა, მეორე გლოვერმა ხელში აიღო და ფანატების მისამართით, უკან ტრიბუნაზე ისროლა. ამის შემდეგ ფანები მინდორზე შეიჭრნენ და თომასს სათლი მოხვდა. შეხვედრის მთავარმა მსაჯმა ფეხბურთელები გასახდელში დააბრუნა და თამაში შეწყდა.

მელბურნელის ფანების პროტესტის მიზეზი ავსტრალიის ლიგის გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც ჩემპიონატის ფინალი მომდევნო სამი წლის მანძილზე სიდნეიში გაიმართება. ატმოსფერო დაძაბული შეხვედრის დაწყებიდანვე იყო, გულშემატკივრები სტადიონის დატოვებას მე-20 წუთზე აპირებდნენ. ისინი ლიგის საწინააღმდეგო სლოგანებს სკანდირებდნენ და მაშხალებს ისროდნენ. საბოლოოდ, უსიამოვნო სანახავი ფაქტები ვიხილეთ.

კომენტარები

ბოლო ამბები