Thumbnail

კატარის მუნდიალზე მე-3 ადგილისთვის მატჩში ხორვატიის ნაკრებმა ტურნირის მთავარი სენსაცია, მაროკო 2:1 დაამარცხა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. საზეიმო დაჯილდოების შემდეგ ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა პირველი კომენტარი გააკეთა:

"ეს არის ბრინჯაო ოქროს ბზინვარებით. ძალიან რთული მატჩი იყო, მაგრამ მედლები ჩვენ მოვიგეთ - მთელი ხორვატიისთვის, ყველასთვის, ვინც მხარს გვიჭერდა. ბოლო ორ ტურნირში მედლები ავიღეთ. მსურს, ეს მედალი ჩირო ბლაჟევიჩს ვუძღვნა, რომლისგანაც დაიწყო ყველაფერი. ბოსს, ეს მედალი შენთვისაა. შეიძლება კიდევ ხუთი მედალი მოვიგო, მაგრამ შენ მაინც დარჩები მთავარ მწვრთნელად ყველას შორის. 

ბევრი მაინც არ ელოდა ჩვენგან ამ წარმატებას, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები ვიყავით. ბიჭებს დიდი შრომა მინდა დავუფასო, ამან დიდი შედეგი გამოიღო. ბრინჯაოს მედალი ასეთ ტურნირზე საოცხოო პრიზია. 
ვიცოდით, რომ მაროკოს მარჯვენა ფლანგიდან პრობლემები ჰქონდა. პერიშიჩს ზიეში ვერ გაუმკლავდა, ხოლო ორშიჩმა მათი დაცვა პანიკაში ჩააგდო", - განუცხადა დალიჩმა Index-ს.

შეგახსენებთ, რომ მიროსლავ (ჩირო) ბლაჟევიჩი ის მწვრთნელია, რომელმაც ხორვატიას მისთვის სადებიუტო 1998 წლის მუნდიალზე ბრინჯაოს მედლები მოუპოვა. მაშინ ხორვატიამ მე-3 ადგილისთვის მატჩში ნიდერლანდები 2:1 დაამარცხა, ხოლო დავორ შუკერი მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 6 გოლით. ბლაჟევიჩი ამჟამად 87 წლისაა და მან სამწვრთნელო კარიერა 7 წლის წინათ დაასრულა. 

კომენტარები

ბოლო ამბები