Thumbnail

ხორვატიის ნაკრებმა კატარის მუნდიალი ბრინჯაოს მედლებით დაასრულა, დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ კომენტარი გუნდის 37 წლის ლიდერმა ლუკა მოდრიჩმა გააკეთა:

"შესაძლოა, ეს ჩემი ბოლო მატჩი იყო მსოფლიოს ჩემპიონატზე, მაგრამ ზუსტად ვერაფერს ვიტყვი. რა თქმა უნდა, ეროვნულ ნაკრებში ჩემი კარიერით ძალიან კმაყოფილი ვარ. ორი მედლის მოპოვება მუნდიალებზე ძალიან მნიშვნელოვანია. მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულზე ვოცნებობდი, მაგრამ ეს არ მოხდა. მაგრამ მაინც ძალიან გახარებული ვარ. დავამტკიცეთ, რომ ხორვატიას ბრწყინვალე ნაკრები ჰყავს, რომელსაც დიდი მომავალი აქვს, ჩვენ ეს გზა უნდა გავაგრძელოთ. სანაკრებო კარიერის გაგრძელება, სულ მცირე, ერთა ლიგის ჩათვლით მსურს, მერე კი ვნახოთ. 

ყველამ კარგად დაინახა, როგორ ვიზეიმეთ ეს გამარჯვება, რადგან ეს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა არავინ იტყვის, რომ ხორვატიის ნაკრები ისეთი გუნდია, რომელსაც მხოლოდ ოც წელიწადში ერთხელ შეუძლია "გასროლა". ჩვენ ხორვატია მსოფლიოს გრანდების გვერდით დავაყენეთ. შინ კი გამარჯვებულები მივდივართ", - ციტირებს მოდრიჩს ესპანური "მარკა". 

კომენტარები

ბოლო ამბები