Thumbnail
  • მურსია 99:85 გრან კანარია
  • თად მაკფადენმა 21 ქულა ჩააგდო, ანდრონიკაშვილს მხოლოდ 45 წამი დაუთმეს

ესანეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში რატი ანდრონიკაშვილისა და თად მაკფადენის მურსიამ გრან კანარიას უმასპინძლა და მეტოქეს 14 ქულით მოუგო - 99:85.

ანდრონიკაშვილს მთავარმა მწვრთნელმა მხოლოდ 45 წამით მისცა პარკეტზე გასვლის საშუალება. რაც შეეხება მაკფადენს, თადმა პარკეტზე 23:58 წუთი გაატარა, რა დროშიც 21 ქულა, 2 მოხსნა და 4 პასი მიითვალა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 3-დან ერთი ორქულიანი, 7-დან 5 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მურსიამ მხოლოდ მეორე მეოთხედი წააგო, დარჩენილ მეოთხედებში კი მეტოქეს მარტივად აჯობა.

ქართველების გუნდი ჩემპიონატში 12 ქულით მე-10 ადგილზეა. მურსიას მომდევნო მეტოქე ჩემპიონატში უნიკახა იქნება, რომელიც მესამე ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები