- არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონობას ზეიმობს
- ლიონელ სკალონის და ფეხბურთელების კომენტარები
- რა ფინალი! რა დრამა! რა სიგიჟე! არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონია!!!
ისტორიაში მესამეს და 36-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად: არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია! “ალბისელესტემ” დრამატულ ტრილერში საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა, ლიონელ მესიმ კარიერის უმთავრესი მისიაც შეასრულა!
რა თქვეს არგენტინელებმა ფინალის შემდეგ:
ემილიანო მარტინესი (არგენტინის ნაკრების მეკარე): “მაგრად ვიტანჯეთ! მე-80 წუთამდე ყველაფერი კონტროლის ქვეშ გვქონდა, ბოლოს კი მარტივი გამარჯვება ხელიდან გავუშვით. მადლობა ღმერთს, რომ მაინც შევძელით გამარჯვება. დაუჯერებელი ფინალი იყო, რომელიც ისტორიას დარჩება. დაუჯერებელი ფინალი იყო! დაუჯერებელი!!! ასეთს სიზმარშიც ვერ ვნახავდი. სიტყვები არ მყოფნის.”
ლიონელ სკალონი (არგენტინის ნაკრების მწვრთნელი): “ჯერ კარგად არ ვიცით, როგორ ვართ, ამ წამს ვერაფერს ვაანალიზებ, მაგრამ იმას კი ვაცნობიერებ, რომ ეს ის წამია, რომლითაც უნდა ვიხაროთ და ვისიამოვნოთ. ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ. რთული მომენტების გადატანა მოგვიხდა, მაგრამ დავბრუნდით. დაუჯერებელია, ყველაზე ზემოთ ვართ! ამ ტიტულს ჩემს ოჯახს ვუძღვნი, მამაჩემს და დედაჩემს. ისინი ყოველთვის მხარში მედგნენ, ყოველთვის მგულშემატკივრობდნენ. მათ მასწავლეს, რომ არასდროს უნდა დავნებდე. როცა მწვრთნელი ხარ, გინდა, რომ ყოველთვის ყველაფერი სწორად გააკეთო. დღეს იღბალი ჩემკენ იყო, ყველაფერი სწორად გავაკეთე.”

ენცო ფერნანდესი (არგენტინის ნაკრები): “რა უნდა ვთქვა, არც კი ვიცი. მიხარია, მსოფლიოს ჩემპიონობა საოცარი პატივია. მივესალმები აქედან ჩემს ოჯახს, სიგიჟეა ეს ყველაფერი.
როდრიგი დე პაული (არგენტინის ნაკრები): "მსოფლიოს ჩემპიონები ვართ, არც კი ვიცი, რა უნდა ვთქვა. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ამას შევძლებდი. ყველა სუტუაციაში ტანჯვამდე ვიბრძოდით. ჩემს ცხოვრებაში ეს უბედნიერესი დღეა."
პაულო დიბალა (არგენტინის ნაკრები): “ყველაფერი, რაც მოხდა, დაუჯერებელია. ჩემს შემთხვევაში ყველაფერი რთულად იყო. მადლობას ვუხდი სამედიცინო პერსონალს. სამწვრთნელო შტაბიც მელოდა და დღეს დადგა ეს მომენტი. ის, რაც შევძელით, ისტორიაში შევა. წარმოდგენაც მიჭირს, რა ხდება არგენტინაში. ჩავალთ ჩვენს სამშობლოში და ხალხთან ერთად ვიზეიმებთ.”
კომენტარები