Thumbnail

ლეო მესის ახალი რეკორდები გაინტერესებთ?

მსოფლიოს ჩემპიონატის დრამატულ ფინალში სულ რაღაც 25 წუთი იყო გასული, მესის კი უკვე ახალი რეკორდები ჰქონდა დამყარებული.

🟠 პირველი რეკორდი მაშინ დაამყარა, როცა ფინალი დაიწყო: ლეოს მსოფლიოს ჩემპიონატზე 26 მატჩი აქვს ჩატარებული და გაასწრო ლეგენდარულ ლოთარ მათეუსს, რომელიც რეკორდს 24 წელი ფლობდა!

🟠 სხვათა შორის, ამ მხრივ მესიმ დიეგო მარადონას მაშინ გადაასწრო, როცა მუნდიალზე 22-ე მატჩი ჩაატარა. დიეგოს მუნდიალებზე სულ 21 თამაში აქვს.

🟠 გენიალური არგენტინელი წუთობრივადაც რეკორდსმენია: ფინალის წინ მას მსოფლიოს ჩემპიონატებზე მოედანზე 2194 წუთი ჰქონდა გატარებული. რეკორდს იტალიური ფეხბურთის ლეგენდა პაოლო მალდინი ფლობდა - 2216 წუთი. ამ ფინალის 25-ე წუთიდან კი ეს რეკორდი მესის საკუთრება გახდა. მესამე მათეუსია - 2045 წუთით.

🟠 მესიმ 23-ე წუთზე ანგარიში პენალტით გახსნამ 108-ე წუთზე კი დუბლი შეასრულა. ეს იმას ნიშნავს, რომ ლეოს მუნდიალებზე 13 გოლი დაუგროვდა და პელეს გადაასწრო.

🟠 ამასთან, მესი პირველი ფეხბურთელია მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში, რომელმაც მერვედფინალიდან პლეი ოფის ყველა მატჩში მინიმუმ ერთი მაინც გაიტანა.

🟠 ჰო, გერმანიის ნაკრების ექს-გოლეადორ მიროსლავ კლოზეც რეკორდი შენარჩუნდა: ის 16 გოლით კვლავ მსოფლიოს ჩემპიონატების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. თუმცა, კილიან მბაპეს შესანიშნავი შანსი აქვს, ეს რეკორდი მოხსნას - ფრანგს უკვე 12 გოლი აქვს და ჯერ მხოლოდ 23 წლისაა.

🟠 მესი გახდა მე-9 ფეხბურთელი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაც მოგებული აქვს, ოქროს ბურთიც და მსოფლიოს ჩემპიონატიც. სხვები: ბობი ჩარლტონი, ფრანც ბეკენბაუერი, გერდ მიულერი, პაოლო როსი, ზინედინ ზიდანი, რივალდო, რონალდინიო, კაკა. ოქროს ბურთს ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელს 1982 წლიდან აძლევენ. ლეო მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელად 2014 წლის ფინალის შემდეგაც დასახელდა და პირველია ისტორიაში, ვინც ეს ორჯერ მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები