Thumbnail

42 წლის ვენუს უილიამსი ავსტრალიის ღია პირველობაზე ითამაშებს

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი
  • ლეგენდარულმა ამერიკელმა ჩოგბურთელმა უაილდ ქარდი მიიღო
  • ვენუს უილიამსი რეიტინგში ახლა 1007-ე ადგილზეა

დიდი სლემის ტურნირების 7-გზის გამარჯვებული, ლეგენდარული ვენუს უილიამსი კორტზე ბრუნდება. მისი ხილვა გულშემატკივრებს ავსტრალიის ღია პირველობაზე შეეძლებათ. 42 წლის უილიამსმა უაილდ ქარდი მიიღო და მელბურნში დებიუტიდან 25 წლის შემდეგ ითამაშებს. 

უილიამსმა ავსტრალიის ღია პირველობაზე პირველად 1998 წელს მიიღო მონაწილეობა, მან მეოთხედფინალში მომავალ ჩემპიონთან - მარტინა ჰინგისთან წააგო. ამ ტურნირზე უილიამსმა საუკეთესო შედეგი ორჯერ, 2003 და 2017 წლებში დააფიქსირა, როცა ფინალში გასვლა შეძლო. საინტერესო ისაა, რომ ორივე შემთხვევაში საკუთარ დასთან, სერენა უილიამსთან დამარცხდა. 

“აღფრთოვანებული ვარ მელბურნში დაბრუნებით, გულშემატკივრების წინაშე თამაში დიდი პატივი იქნება. უკვე 20 წელზე მეტია, სხვადასხვა ქვეყნებში ტურნირებში ვმონაწილეობ, ავსტრალიელი საზოგადოაება ყოველთვის მთელი გულით მეხმარებოდა. მოუთმენლად ველოდები ჩემპიონატის დაწყებას” - თქვა გახარებულმა უილიამსმა. 

ვენუს უილიამსი რეიტინგში 1007-ე ადგილზეა. არ არის გამორიცხული, რომ Australian Open მისთვის კარიერაში უკანასკნელი შეჯიბრი აღმოჩნდეს. საჩოგბურთო სამყაროში წლის პირველი სუპერტურნირი 16 იანვარს დაიწყება. 

კომენტარები

ბოლო ამბები