Thumbnail

ფუტსალი | ლიგა 2-ის წლის ბოლო ტურში ლიდერი შეიცვალა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ფუტსალის ლიგა 2-ში მე-2 წრე დაიწყო და თსუ 2 გალიდერდა
  • მე-8 ტურის ოთხი მატჩიდან 3 ერთნაირი ანგარიშით დასრულდა - 5:2

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2022/23 წწ. სეზონის მეორე წრემ აიღო სტარტი. წლის ბოლო შეხვედრების შემდეგ სატურნირო ცხრილის ლიდერი თსუ 2 გახდა, რომელმაც უშუალო კონკურენტი დაამარცხა.

სათამაშო დღე სწორედ ლიდერების დაპირისპირებით დაიწყო. თსუ 2-მა გორთან 5:2 იმარჯვა და ჩემპიონატში პირველობა წაართვა. შეხვედრაში მეთექვსმეტე წუთამდე ანგარიში არ გახსნილა. ტაიმის დასრულებამდე თსუ ორი ბურთით დაწინაურდა. შესვენების შემდეგ, მალევე სხვაობა ოთხამდე გაიზარდა. გორელებმა ორი ბურთის გაქვითვა შეძლეს, მაგრამ მატჩის ბედი ვერ შეცვალეს და ლიდერობა კვლავ დაკარგეს.

შინ სამი ქულით დაბრუნდა ქუთაისი 2, რომელმაც სპორტუნის 5:2 სძლია. იმერლები მთელი თამაში დომინირებდნენ და ანგარიში მიჰყავდათ. ოცდამეოთხე წუთისთვის ქუთაისი ხუთი ბურთით იგებდა, სტუდენტებმა დარჩენილ დროში მხოლოდ ორი ბურთი გაქვითეს.

დაძაბული გამოდგა საუნივერსიტეტო დერბი ევროპის უნივერსიტეტი 2-სა და საქართველოს უნივერსიტეტს შორის. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველი ტაიმი EU-მ 2:1 მოიგო. მეორე ნახევარში UG-მ წონასწორობა აღადგინა, ოცდამეთერთმეტე წუთზე კი წინ გავიდა. დარჩენილ დროში საქართველოს უნივერსიტეტმა სხვაობა კომფორტული გახადა და მეტოქე საბოლოოდ 5:2 დაამარცხა.

ტურის დასკვნით მატჩში ილიაუნი 2 წალენჯიხა-ს დაუპირისპირდა და წლის ბოლო შეხვედრაში, სამბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად, 4:3 იმარჯვა. წალენჯიხა შეხვედრის პირველივე წუთზე დაწინაურდა და ტაიმის ბოლომდე სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდა. მეორე ნახევრის სტარტზე სტუდენტებმა ერთი ბურთი გაქვითეს და ანგარიშის გათანაბრებაც შეძლეს. ოცდამეცამეტე წუთზე ილიაუნი 2 წინ გავიდა და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა.

ფუტსალის ლიგა 2-ის 2022/23 წწ. სეზონი მეცხრე ტურით 21 იანვარს განახლდება.

17.12.2022. VIII ტური. ფუტსალის ლიგა 2

გორი 2:5 თსუ 2

გოლები:  0:1 ქაჯაია (16), 0:2 კვიტატიანი (17), 0:3 ტკაჩოვი (25), 0:4 ფიფია (25), 1:4 ტაბატაძე (26), 2:4 ადუაშვილი (38), 2:5 ეგრისელაშვილი (40).

სპორტუნი 2:5 ქუთაისი 2

გოლები: 0:1 ჭეიშვილი (5), 0:2 ნ.ხაჭაპურიძე (9), 0:3 გულუა (19), 0:4 თ.ხაჭაპურიძე (23), 0:5 კუბლაშვილი (24), 1:5 ფილფანი (28), 2:5 კაკულია (40).

ევროპის უნივერსიტეტი 2 2:5 საქართველოს უნივერსიტეტი

გოლები: 1:0 ხაბალაევი (6), 1:1 ლაბაძე (11), 2:1 ხაბალაევი (13), 2:2 სამყურაშვილი (25), 2:3 მწითური (31), 2:4 სამყურაშვილი (38), 2:5 სამყურაშვილი (39).

წალენჯიხა 3:4 ილიაუნი 2

გოლები: 1:0 ა. ღვინჯილია (1), 2:0 კაკაჩია (4), 3:0 ხაფავა (10), 3:1 ს.კ. სართანია (21), 3:2 გაბისკირია (28), 3:3 წიქვაძე (31), 3:4 ნადარეიშვილი (33).

ფუტსალის ლიგა 2-ის VIII ტურის სიმბოლური ნაკრები

 

კომენტარები

ბოლო ამბები