Thumbnail

ძიუდო | ლაშა ბექაური იერუსალიმის მასტერსზე აღარ გამოვა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90 კგ.) ისრაელის ქალაქ იერუსალიმში მიმდინარე მასტერსზე ვეღარ გამოვა.

ბექაური წლის დასკვნით ტურნირზე ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრებოდა, თუმცა, ავადმყოფობის გამო, ტატამიზე ვეღარ ვიხილავთ. ლაშა პირველ წრეში ტაჯიკ კომრონშოხ უსტოპირიონს უნდა შეხვედროდა, ახლა კი, მისი მეტოქე მომდევნო რაუნდში უბრძოლველად გავა.

90 კგ-მდე წონით კატეგორიაში შეჯიბრი 22 დეკემბერს ჩატარდება და ბექაურის გამოკლების შემდეგ, საქმეში საქართველოს ნაკრების ორ წევრს ვიხილავთ: ბექა ღვინიაშვილი ბერძენ ტეოდოროს ცელიდისს გაეჯიბრება, ლუკა მაისურაძე კი – თურქ მიჰაელ ზგანკს.

ხვალვე, მასტერსზე ძალებს ილია სულამანიძე, ვარლამ ლიპარტელიანი, ონისე სანებლიძე, გიორგი ბერიაშვილი (ყველა – 100 კგ.) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.) მოსინჯავენ.

კომენტარები

ბოლო ამბები