Thumbnail

'გამორიცხული არაფერია' - ინიესტა ბარსელონაში ჩავის ასისტენტობაზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბარსელონას ექს-ნახევარმცველმა კატალონიურ კლუბში დაბრუნებაზე ისაუბრა
  • 38 წლის ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი ამჟამად იაპონიაში თამაშობს  

ბარსელონას ყოფილი ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა, რომელიც ამჟამად იაპონურ ვისელ კობეში გამოდის, არ გამორიცხავს, რომ კატალონიურ კლუბში მთავარი მწვრთნელის, ჩავი ერნანდესის თანაშემწედ დაბრუნდეს. 

შეგახსენებთ, რომ ინიესტა და ჩავი ბარსელონაში ერთად წლების განმავლობაში თამაშობდნენ და არაერთი ტიტული მოიგეს. 

ინიესტა და ჩავი კატალონიურ კლუბში ერთად თამაშობდნენ

"ბარსელონას გულშემატკივრებს გვსურს, რომ გუნდი იმარჯვებდეს და სულ არ აქვს მნიშვნელობა, იქ ჩავი და ინიესტა იქნებიან თუ სხვები. იმას არ ვამბობ, რომ კლუბში ჩემი დაბრუნება გამორიცხულია, მაგრამ ეს იოლი არ იქნება - არის დროს და სხვა საკითხები. 

უბრალოდ მინდა, რომ ბარსა ისევ იმარჯვებდეს, კარგად თამაშობდეს. რაც შეეხება ჩემს საკითხს, ვნახოთ, რა იქნება მომავალში. იმედი მაქვს, დაბრუნებას შევძლებ", - უთხრა 38 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა Diario Sport-ს.

ჩავი ბარელონას მთავარი მწვრთნელის თანამდებობას 2021 წლის ნოემბრიდან იკავებს

ანდრეს ინიესტამ ბარსელონა 2018 წელს, კლუბის მთავარ გუნდში გატარებული 17-წლიანი პერიოდისა და ყველა შესაძლო ტიტულის მოგების შემდეგ დატოვა. ესპანელმა ნახევარმცველმა, რომელმაც ნაკრებთან ერთად მსოფლიოსა და ევროპის (ორჯერ) ჩემპიონატებზე გაიმარჯვა, კარიერის იაპონიაში გაგრძელება გადაწყვიტა, სადაც ამ დრომდე თამაშობს.

კომენტარები

ბოლო ამბები