Thumbnail
  • კრისტოფ დიუგარის აზრით, საფრანგეთს არგენტინასთან ფინალი არ უნდა წაეგო
  • ყოფილი ფეხბურთელის აზრით, დროა ნაკრებში დეშამი ზიდანმა შეცვალოს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია 

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა კრისტოფ დიუგარიმ განაცხადა, რომ ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ზინედინ ზიდანის ხილვას ისურვებდა.  

საფრანგეთის ნაკრების თავკაცის პოსტს ბოლო დრომდე დიდიე დეშამი იკავებდა, რომლის ხელმძღვანელობით გუნდმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე გამოსვლა მეორე ადგილზე დაასრულა. გავრცელებული ინფორმაციით, გამორიცხული არ არის, დეშამი თანამდებობაზე მომავალშიც დარჩეს.

დეშამმა და საფრანგეთმა მუნდიალის ზედიზედ მეორედ მოგება ვერ შეძლეს

50 წლოს კრისტოფ დიუგარი, რომელმაც ფეხბურთელობისას დეშამპთან ერთად მუნდიალი 1998 და ევრო 2000 მოიგო, ამბობს, რომ დიდიეს ნაკრებს თავისი ხელწერა არ აქვს.

"ეს ჩემი პრობლემა არ არის და არც ჩემი გადასაწყვეტია, მაგრამ არ დავმალავ, რომ ნაკრებში ზიზუს დანიშვნას ვამჯობინებდი. მინდა, რაღაც სიახლე ვნახო.

საქმე ისაა, რომ თამაშზე არ ვლაპარაკობთ. ეს არ გავაკეთეთ, როდესაც 2018 წელს გავიმარჯვეთ და ეს კიდევ გასაგებია, რატომაც, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, როდესაც მარცხდები, საჭიროა დისკუსია, ახსნა-განმარტება. არგენტინელები არ არიან ისეთ ძლიერები, როგორიც ჩვენ და მათთან ფინალში თამაში საჩუქარი იყო. იმედგაცრუებული და გაბრაზებული ვარ. ჩვენ სავსებით შეგვეძლო ამ ფინალში გამარჯვება. 

2012 წლიდან მივეჩვიეთ იმას, რომ არ გვქონდა ჩვენთვის დამახასიათებელი სტილი. ეს დეშამის ხელწერაა, როდესაც მნიშვნელოვანი მხოლოდ შედეგია", - აქვეყნების დიუგარის სიტყვებს ფრანგული მედია. 

დიდიე დეშამი, ზინედინ ზიდანი და კრისტოფ დიუგარი ერთად საფრანგეთის ნაკრებში

დიდიე დეშამი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს 2012 წლიდან წვრთნის. 54 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით გუნდმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი და უეფას 2021 წლის ერთა ლიგა მოიგო. ამასთან, ნაკრები ვერცხლის მედლებს ევრო 2016-სა და კატარი 2022-ზე დასჯერდა. გავრცელებული ინფორმაციით,

ცნობილია, რომ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის (FFF) პრეზიდენტ ნოელ ლე გრაესა და დიდიე დეშამს შორის საუბარი იანვრის დასაწყისშია ჩანიშნული და არ არის გამორიცხული, სპეციალისტთან თანამშრომლობა გაგრძელდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები