Thumbnail
  • 1000-პესოიან კუპიურაზე ლიონელ მესის და არგენტინის ნაკრებს გამოსახავენ
  • არგენტინაში მსგავსი ფაქტი 1978 წელს მოგებული მუნდიალის შემდეგაც მოხდა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

არგენტინაში მსოფლიოს ჩემპიონის ნანატრი ტიტულის მოგებას რამდენიმე დღეა აღნიშნავენ და ნაკრების ფეხბურთელები ქვეყანაში პრაქტიკულად გმირები არიან. არგენტინელების ფეხბურთისადმი სიყვარულის გათვალისწინებით, სულაც არ იქნება გასაკვირი, თუ ლიონელ მესის ფულის კუპიურაზე გამოსახავენ.

როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, არგენტინის ცენტრალური ბანკი 1000-პესოიან (დაახლოებით 6 დოლარი) კუპიურაზე ლიონელ მესის გამოსახულების დატანას განიხილავს. კუპიურის წინა მხარეს მესი იქნება გამოსახული, ხოლო უკანა მხარეს - არგენტინის ნაკრები თასით ხელში.

შესაძლოა, თავიდან ეს კუპიურები უბრალოდ სასაჩუქრე იყოს, მაგრამ მიმოქცევაშიც დაუშვებენ. აღსანიშნავია, რომ არგენტინაში მსგავსი შემთხვევა ადრეც მოხდა - 1978 წელს, როცა ქვეყნის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი პირველად გახდა, სამახსოვრო მონეტები გამოუშვეს.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი ისტორიაში მესამედ გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები