Thumbnail
  • რატომაა ბუენოს აირესი ყველაზე საფეხბურთო ქალაქი მსოფლიოში
  • ბიძინა ბარათაშავილი სტუმრად ევროპოპის რუბრიკაში 'ჩემი არგუმენტი'

არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია. 36-წლიანი პაუზის შემდეგ. "ალბისელესტეს" ტრიუმფი იმასაც ნიშნავს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატებზე ევროპული ქვეყნების 20-წლიანი ჰეგემონია დასრულდა.

საქართველოში არგენტინის ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გულშემატკივარი ბიძინა ბარათაშვილია. არგენტინული და ზოგადად სამხრეთამერიკული ფეხბურთის ფენომენზე მასზე უკეთ ალბათ ვერავინ ისაუბრებდა. 'ევროპოპის' YouTube-არხის რუბრიკაში "ჩემი არგუმენტი" ბიძინა ბარათაშვილი რამდენიმე უნიკალურ ამბავზე საუბრობს და გვიხსნის, რატომაა ბუენოს აირესი ყველაზე საფეხბურთო ქალაქი მსოფლიოში.

"სამხრეთამერიკელები ფეხბურთში ევროპელებზე წინ არიან ორიგინალური იდეების მოფიქრებით. ოღონდ, რეალიზება და მოფიქრება სხვადასხვა რამეა," - განმარტავს ბიძინა ბარათაშვილი, - "Fair play-ს ოფიციალურ 'მამად' გარინჩა მიიჩნევა... ყოფილა შემთხვევები, როცა დააკლდათ ფეხბურთელი და დაუძახეს ვიღაცას ტრიბუნიდან, რომელიც ჩამოვიდა და გოლი გაიტანა. არგენტინის ნაკრებზე გელაპარაკებით, კოპა ამერიკაზე..."

მოკლედ, ამ ვიდეოდან ძალიან ბევრ რამეს გაიგებთ და ფეხბურთს, განსაკუთრებით კი სამხრეთამერიკულს, ცოტა უფრო სხვა თვალით შეხედავთ. ნახეთ და ველოდებით თქვენს გამოხმაურებას კომენტარებში.

კომენტარები

ბოლო ამბები