- ანხელ დი მარიამ საერთაშორისო კარიერის დასრულება გადადო
- წარმატებული მუნდიალის შემდეგ, მასზე დიდი მოთხოვნაა
არგენტინის ნაკრების ვარსკვლავი ანხელ დი მარია საერთაშორისო კარიერის დასრულებას არ აპირებს. 34 წლის გარემარბი, რომელიც ტურინის იუვენტუსის ღირსებას იცავს, ეროვნულ გუნდში მომავალშიც ითამაშებს.
არგენტინული ინჩადასთვის ამ სასიხარულო ინფორმაციას ინსაიდერი გასტონ ედული ავრცელებს, რომელიც არგენტინასთან დაკავშირებულ ამბებში სანდო პიროვნებად ითვლება.

როგორც ირკვევა, დი მარიამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას მერე მიიღო, რაც არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი მოიგო და თავადაც საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა.
გასაკვირი არაა, რომ ანხელზე მოთხოვნაც გაიზარდა და მისი გადაბირება ბრაზილიურ, არაბეთის გაერთიანებული საამიროებისა და ამერიკული MLS-ის კლუბებს სურთ, თუმცა, თავად არგენტინელს იუვენტუსში დარჩენა სურს.
შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონში ანხელმა მონაწილეობა შვიდ მატჩში მიიღო და აქტივში თითო გოლი და საგოლე პასი აქვს. ჩემპიონთა ლიგაში მისი მონაგარი 3 შედეგიანი პასია. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში, რომელიც არგენტინამ საფრანგეთს პენალტების სერიაში სძლია, დი მარიამ 1 გოლი შეაგდო.
კომენტარები