Thumbnail
  • ბათუმში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონები გამოვლინდნენ
  • საპატიმროს დატოვების შემდეგ იური ლომაძე ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს 5 ფინალი გაიმართა. საქართველოს საუკეთესო მოჭიდავეები 60, 67, 77, 87 და 130 კგ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. 

60 კგ წონაში გამართულ აჭარულ ფინალში რომეო ბერიძემ ფრიდონ აბულაძე საკმაოდ იოლად, 10-1 დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა. ბრინჯაოს მედლები ირაკლი შავაძემ (აჭარა) და დიმიტრი ხაჩიძემ (ბორჯომი) მოიპოვეს. 

67 კგ წონაში ჩემპიონის გამოსავლენად ძალიან დაძაბული მატჩი ვიხილეთ. ჯონი ხეცურიანსა (ხობი) და დიეგო ჩხიკვაძეს (აჭარა) შორის შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა, თუმცა ბოლოს მოპოვებული ქულის წყალობით საქართველოს ჩემპიონი ხობელის მოჭიდავე გახდა. ბრინჯაოს მედლები ლევან ქავჟარაძემ (ოზურგეთი) და გიორგი კურტანიძემ (გარდაბანი) მოიგეს. 

ძალიან სანახაობრივი დაპირისპირება გაიმართა 77 კგ წონის საჩემპიონო მატჩში. იური ლომაძემ (ოზურგეთი) საჩინო დავითაია (სენაკი) 14:9 დაამარცხა და საპატიმროს დატოვების შემდეგ საქართველოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი ზედიზედ მეორედ მოიგო. გასულ წელს 2020 წლის ევროპის ვერცხლის პრიზიორი ლომაძე ჩემპიონი 72 კგ კატეგორიაში გახდა. ბრინჯაოს მედლები ხვიჩა ანანიძემ (აჭარა) და თორნიკე მიქელაძემ (აჭარა) მოიპოვეს. 

87 კგ წონის ფინალში გურამ ხეცურიანმა (ქუთაისი) მსოფლიოს ჩემპიონ ლაშა გობაძეს (აჭარა) მოუგო (7:3) და საქართველოს პირველობის გამარჯვებული გახდა. ბრინჯაოს პრიზიორები აჩიკო ბოლქვაძე (აჭარა) და რამინ ჭელიძე (ოზურგეთი) გახდნენ. 

130 კგ წონაში ტოკიოს ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონმა იაკობ ქაჯაიამ (წყალტუბო) ზვიად პატარიძე (ქუთაისი) დაძაბულ ბრძოლაში, 3:1 დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა. ბრინჯაოს მედლები გიორგი ცოფურაშვილმა (გარდაბანი) და სულხან ბუიძემ (ქუთაისი) მოიპოვეს. 

გუნდური ჩათვლა

1. აჭარა; 2. ოზურგეთი; 3. გარდაბანი

საქართველოს ჩემპიონები და ბრინჯაოს პრიზიორები ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში

55 კგ: 1. გიორგი თოხაძე (ოზურგეთი); 2. რამაზ სილაგავა (მარტვილი); 3. რაშად ორუჯოვი (მარნეული); 3. ლუკა ჯავახაძე (ოზურგეთი)

60 კგ: 1. რომეო ბერიძე (აჭარა); 2. ფრიდონ აბულაძე (აჭარა); 3. ირაკლი შავაძე (აჭარა); 3 დიმიტრი ხაჩიძე (ბორჯომი)

63 კგ: 1. გიორგი შოთაძე (ლანჩხუთი); 2. ბექა გურული (რუსთავი); 3. ქერიმ მაჩალიკაშვილი (აჭარა); 3. გიორგი გუჯაბიძე (ოზურგეთი)

67 კგ: 1. ჯონი ხეცურიანი (ხობი); 2. დიეგო ჩხიკვაძე (აჭარა); 3. ლევან ქავჟარაძე (ოზურგეთი); 3. გიორგი კურტანიძე (გარდაბანი)

72 კგ: 1. რამაზ ზოიძე (აჭარა); 2. ოთარ აბულაძე (აჭარა); 3. გიორგი ჩხიკვაძე (სენაკი); 3. ნიკა ყორშია (ხობი)

77 კგ: 1. იური ლომაძე (ოზურგეთი); 2. საჩინო დავითაია (სენაკი); 3. ხვიჩა ანანიძე (აჭარა); 3. თორნიკე მიქელაძე (აჭარა)

82 კგ: 1. გელა ბოლქვაძე (აჭარა), 2. ბექა მამუკაშვილი (გარდაბანი), 3. ბექა გურული (რუსთავი), 3. ბექა ქობულაძე (ქუთაისი)

87 კგ: 1. გურამ ხეცურიანი (ქუთაისი); 2. ლაშა გობაძე (აჭარა); 3. აჩიკო ბოლქვაძე (აჭარა); 3. რამინ ჭელიძე (ოზურგეთი)

97კგ: 1. რობერტ კობლიაშვილი (გარდაბანი); 2. გიორგი მელია (სამტრედია); 3. ლაშა ტვილდიანი (თბილისი); 3. კახა კალანდაძე (ოზურგეთი)

130 კგ: 1. იაკობ ქაჯაია (წყალტუბო); 2. ზვიად პატარიძე (ქუთაისი); 3. გიორგი ცოფურაშვილი (გარდაბანი); 3. სულხან ბუიძე (ქუთაისი).

კომენტარები

ბოლო ამბები