Thumbnail
  • ალმატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში მსოფლიოს პირველობას უმასპინძლებს
  • ტურნირში 10 ქართველი ჩაებმება, მათ შორის, ნანა ძაგნიძე და ბაადურ ჯობავა

დღეიდან ყაზახეთის ძველ დედაქალაქ ალმატიში სტარტს აიღებს მსოფლიო ჩემპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში, რომელშიც პლანეტის უძლიერესი დიდოსტატები ჩაებმებიან, მონაწილეთა შორის კი, საქართველოს ნაკრების არაერთი წევრია.

მოახლოებულ ტურნირებზე სხვადასხვა საჭადრაკო ვერსიებში რამდენიმე მსოფლიოს ჩემპიონს ვიხილავთ. ესენი არიან ჰიკარუ ნაკამურა (აშშ), ანა მუზიჩუკი (უკრაინა), ნანა ძაგნიძე (საქართველო), ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი), ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი) და სხვები...

კაცთა ტურნირში უმაღლესი რეიტინგი პლანეტის უძლიერეს მოჭადრაკე მაგნუს კარლსენს (ნორვეგია) აქვს, რომელიც ბლიცსა და რაპიდშიც ისეთივე ძლიერია, როგორც - კლასიკურ ჭადრაკში.

ტურნირის გახნის ცერემონიალზე მაგნუს კარლსენი მთავარი ფიგურა იყო

ცუდი ისაა, რომ ფიდე არც ამჯერად მისდევს ფაქტობრივად ყველა სპორტში დაწესებულ სანქციებს და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის უფლებას აძლევს რუს მოჭადრაკეებს, ოღონდ, სწორედ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით.

ცნობისთვის, სწრაფ ჭადრაკში მსოფლიოს პირველობა 3 დღეს გასტანს: 26, 27 და 28 დეკემბერი, ხოლო ელვისებურ ჭადრაკში ტურნირი 29-30 დეკემბერს ჩატარდება.

ქალთა შორის საქართველოს ღირსებას ნანა ძაგნიძე (2416), მერი არაბიძე (2404), ბელა ხოტენაშვილი (2385), ნინო ბაციაშვილი (2365), ლელა ჯავახიშვილი (2364), სოფიო გვეტაძე (2245) და სოფიო ტერელაძე (2100) დაიცავენ, კაცებში კი – ბაადურ ჯობავა (2688), გიგა ყუფარაძე (2538) და ლევან ფანცულაია (2522).

კომენტარები

ბოლო ამბები