Thumbnail

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 2022 წელი იერუსალიმის მასტერზე წარმატებული გამოსვლით დაასრულა. ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ილია სულამანიძემ (100 კგ) ოქროს მედლები მოიგეს, ხოლო ლუკა მაისურაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

სამწუხაროდ, ბექა ღვინიაშვილი მასტერსზე უმედლოდ დარჩა. მან ბრინჯაოს მედლისთვის გამართული შეხვედრა ბრაზილიელ რაფაელ მასედოსთან დათმო. ღვინიაშვილი ამ ტურნირზე მაინც გამოარჩიეს, მისი გდება ბერძენ თეოდოროს ცელიდისთან იერუსალიმის მასტერსის ტოპ 10-ში მოხვდა. ბექამ 2022 წელს 4 მედალი მოიგო: 3 ოქრო და 1 ბრინჯაო.

ქართველმა ძიუდოისტებმა 2022 წელს 54 მედალი მოიგეს: 18 ოქრო, 14 ვერცხლი და 22 ბრინჯაო. ტატო გრიგალაშვილი 2022 წლის საუკეთესო ქართველი ძიუდოისტია, მან მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მოგების შემდეგ, იერუსალიმის მასტერსის ოქროს მედალიც მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები