- ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის 2022 წლის საუკეთესო სპორსმენია
- ნომინანტებს შორის ნოვაკ ჯოკოვიჩიც იყო
სერბეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ქვეყნის წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა. აღსანიშნავია, რომ ნომინანტებს შორის თვით ნოვაკ ჯოკოვიჩიც იყო. საუკეთესო ქალი სპორტსმენი მძლეოსანი ივანა ვულეტა გახდა.
2022 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი ბელგრადში გაიმართა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის 87 კგ. წონით კატეგორიაში დათუნაშვილმა ფინალში დანიელი ბისულტანოვი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.
ზურაბ დათუნაშვილმა საქართველო 2019 წლის სკანდალის შემდეგ დატოვა. ახლა სერბეთის სახელით სამი ქართველი მოჭიდავე გამოდის - ზურაბ დათუნაშვილი, მიხეილ ქაჯაია და ზებედა რეხვიაშვილი. შარშან დათუნაშვილი სერბეთის ერთ-ერთი რეგიონის, ვოივოდინას წლის საუკეთესო ათლეტი გახდა.
კომენტარები