Thumbnail

რონალდოს შემდეგ, მანჩესტერ იუნაიტედი მისმა შვილმაც დატოვა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • კრიშტიანო რონალდო უმცროსი მადრიდის რეალში ჩაირიცხა
  • ის იქ ადრეც თამაშობდა და 20 მატჩში 50 გოლზე მეტი გაიტანა

კრიშტიანო რონალდოს შემდეგ, ინგლისური მანჩესტერ იუნაიტედი მისმა შვილმაც დატოვა, რომელიც ახალგაზრდული აკადემიის წევრი გახლდათ. 

როგორც Daily Mail წერს, კრიშტიანო რონალდო-უმცროსი უკვე ჩაირიცხა მადრიდის რეალის აკადემიაში, სადაც ის ადრეც თამაშობდა და 20 მატჩში 50 გოლზე მეტი გაიტანა.

საინტერესოა, რომ 12 წლის ფეხბურთელი რეალის შემდეგ, იუვენტუსშიც ირიცხებოდა და მანჩესტერში მერე აღმოჩნდა ანუ მამის გზას გადიოდა.

მანჩესტერ იუნაიტედმა რონალდოს კონტრაქტი მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გაუწყვიტა. მას მერე CR7 არაერთ ევროპულ კლუბს შესთავაზეს, მაგრამ უშედეგოდ. ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება, რომ პორტუგალიელი ვარსკვლავი კონტრაქტს საუდის არაბეთის კლუბ ალ ნასრთან გააფორმებს და წელიწადში დაახლოებით 200 მილიონ ევროს მიიღებს.

“ჩემმა შვილმა მთხოვა, რომ კარიერის დასრულება არ ვიჩქარო, რადგანაც სურს ჩემთან ერთად ითამაშოს. სერიოზულად კი, მას ფეხბურთელობასაც არ ვაძალებ. ის უნდა აკეთოს, რაც სურს, მთავარია, ბედნიერი იყოს”, - ნათქვამი აქვს 37 წლის რონალდოს.

კომენტარები

ბოლო ამბები