Thumbnail

მსოფლიო კრივის ვარსკვლავი დააკავეს - 11 დღეში ქამარზე უნდა იჩხუბოს

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • ამერიკელი ჯერვონტა დევისი ფლორიდის შტატის ციხეშია
  • 'ტანკს' 8 იანვარს სუპერმსუბუქ წონაში სატიტულე ბრძოლა აქვს ჩანიშნული

ნახევრადსაშუალო და საშუალო წონაში მსოფლიოს ჩემპიონი ჯერვონტა დევისი (27-0) დღეს, 28 დეკემბერს ფლორიდის შტატის ქალაქ პარკლენდში ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

ადგილობრივი შერიფის ჩანაწერების მიხედვით, ჯერვონტას ბრალად ედება ოჯახური ძალადობა, რომელმაც ადამიანის სხეულის დაზიანება გამოიწვია. დევისი ბროუვარდ ქანთრის ციხეში რჩება და სასამართლოზე ხვალ წარდგება. დეივისმა 8 იანვარს ვაშინგტონში სუპერმსუბუქი წონის ქამარზე ექტორ ლუის გარსიას (16-0) ეჩხუბოს. 28 წლის მოკრივის წარმომადგენლებმა მისი დაკავების ფაქტი უკვე გაასაჩივრეს. 

აღსანიშნავია, რომ ჯერვონტა 16 თებერვალს კიდევ ერთი სასამართლო პროცესი ელის - საქმე ეხება 2020 წელს მომხდარ ინციდენტს, როცა მოკრივემ ავტოავარიის ადგილი დატოვა. მაშინ 4 ადამიანი დაზიანდა, აქედან ერთ-ერთი ორსული ქალი გახლდათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 'ტანკს' საზოგადოებისთვის სასარგებლოდ მუშაობა მოუწევს. 

კომენტარები

ბოლო ამბები