Thumbnail

ACB  ლიგის მე-13 ტურში თად მაკფადენის მურსია უნიკახას ესტუმრა და 66:82 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების ნატურალიზირებული მცველი სასტარტო ხუთეულში იყო. 

თადმა 23:26 წუთი ითამაშა და გუნდს 8 ქულა, 2 მოხსნა და 4 პასი მოუტანა. მაკფადენმა 8-ჯერ ესროლა პერიმეტრიდან და მიზანს მხოლოდ ერთხელ უწია. მის აქტივში ერთი ჩაჭრაა, პასივში - 3 დაკარგვა. მურსიას 6 მოგება და 7 მარცხი აქვს და მე-11 პოზიციაზეა. 6 იანვარს მაკფადენის გუნდი შერმადინის ტენერიფეს მასპინძლობს. 

კომენტარები

ბოლო ამბები