Thumbnail
  • გრემ სუნესმა ემილიანო მარტინესი ფინალში ნაჩვენები ჟესტისთვის გააკრიტიკა
  • შოტლანდიელის აზრით, არგენტინელის საქციელი უადგილო იყო

შოტლანდიური ფეხბურთის ლეგენდამ, გრემ სუნესმა, ემილიანო მარტინესზე ისაუბრა და არგენტინელი მეკარე საფრანგეთთან ფინალის შემდეგ ნაჩვენები ჟესტისთვის გააკრიტიკა. როგორც მან აღნიშნა, გაუგებარია, რატომ გადაწყვიტა "ალბისელესტეს" მეკარემ მსგავსი რაღაცის გაკეთება.

"შემიძლია, გარკვეულწილად მივიღო ის ხრიკები, რომლებიც მარტინესმა პენალტების სერიის დროს გააკეთა, მაგრამ რაზეც მეტი უნდა ვისაუბროთ, ის უხამსი ჟესტია, რომელიც მას შემდეგ გააკეთა, რაც საუკეთესო მეკარის პრიზი გადასცეს. მართლა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სიამოვნებთ მსგავსი რამის ყურება? ის ვულგარულ ჯამბაზს ჰგავდა. მომწონს როგორც მეკარე, კარგად ითამაშა არგენტინის ნაკრებშიც და ასტონ ვილაშიც, მაგრამ წარმოუდგენელია იმის ფიქრი, რომ ეს ჟესტი მისაღები იყო. არ მესმის, რატომ გადაწყვიტა ყველას თვალწინ ამის გაკეთება. რა პატივისცემას იჩენს მეტოქეების და საკუთარი თავის მიმართ? შეიძლებოდა, მარტინესი მომდევნო წლების განმავლობაში გაგვეხსენებინა, მაგრამ სამწუხაროდ, ახლა ეს სურათიც ფინალის ისტორიის ნაწილია", - თქვა სუნესმა.

შეგახსენებთ, რომ ემილიანო მარტინესი მსოფლიოს ჩემპიონატზე საუკეთესო მეკარედ დაასახელეს. თუმცა, არგენტინელი ფეხბურთელი გულშემატკივრების ნაწილის მხრიდან თავისი ჟესტებით და კომენტარებით კრიტიკის ობიექტი გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები