Thumbnail
  • ჩვენს YouTube-ზე "გასვლითი შეხვედრის" მე-5 ეპიზოდის პრემიერა შედგა
  • ამჯერად ბრატისლავაში ჩავედით, სადაც გურამ კაშიას შევხვდით
  • როგორ ცხოვრობენ და როგორი საზოგადოების წევრები არიან - სერიები ქართველ სპორტსმენებზე

ევროპოპი სტუმრად ქართველ სპორტსმენებთან - ჩვენს YouTube არხზე განსაკუთრებული პროექტის მეხუთე და 2022 წლის სეზონის ბოლო ეპიზოდი გამოქვეყნდა.

ჩვენი გადამღები ჯგუფი ამჯერად სლოვაკეთში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს ნაკრების ლიდერი და კაპიტანი, გურამ კაშია გადავიღეთ. ვფიქრობთ, წელს და სეზონს საუკეთესო სტუმრით ვხურავთ.

"გასვლითი შეხვედრა" - ასე ჰქვია სერიებს, რომლის ფარგლებშიც ქართველ სპორტსმენებს იმ ქალაქებში ვსტუმრობთ, სადაც ცხოვრობენ და მუშაობენ. გადაცემის წამყვანი, მარკეტერი და პრომოუტერი ლევან ღვინიანიძეა, რომელსაც ქართულ სპორტში მნიშვნელოვან პროექტებსა თუ პოზიციებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

პირველი სერიის სტუმარი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი დათი ხოჭოლავა იყო. მეორე ეპიზოდის გადასაღებად ლიონში ჩავედით, სადაც საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრებს, დავით ნინიაშვილს და ბექა საღინაძეს შევხვდით. ამის შემდეგ იყო შეხვედრა გრაცში, ოთარ კიტეიშვილთან, რომელიც ავსტრიული შტურმის და საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია. მეოთხე სერიაში კი ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი გაგაცანით ახლოს, რომლებსაც პოლონეთის ქალაქ პოზნანში ვესტუმრეთ.

გასვლითი შეხვედრა გურამ კაშიასთან ერთ-ერთი საუკეთესო ვიდეოა მათ შორის, რაც ჩვენს არხზე გინახავთ. ნახეთ და გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები.

კომენტარები

ბოლო ამბები