Thumbnail

დისკვალიფიკაცია შეჩერებულია - ლევანდოვსკის დერბიში თამაში შეუძლია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • რობერტ ლევანდოვსკის ესპანიოლთან დერბიში თამაშის უფლება აქვს
  • პოლონელი ფეხბურთელის დისკვალიფიკაცია ამ ეტაპზე შეჩერდა

ბარსელონას თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის დისკვალიფიკაცია შეჩერებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ესპანიოლთან ბარსელონურ დერბიში თამაშს პოლონელი ფორვარდი მოახერხებს.

გადაწყვეტილება მადრიდის დავების განმხილველმა სასამართლომ მიიღო და ლევანდოვსკის 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია შეაჩერა. სასჯელი არ გაუქმებულა და პოლონელს მისი მოხდა მოუწევს, მაგრამ ჯერჯერობით, უცნობია როდის.

"ეს ამბავი ვარჯიშის ბოლოს შევიტყვეთ, როცა უკვე იგეგმებოდა ვარიანტები მისი არყოფნის გათვალისწინებით. შესანიშნავი სიახლეა, მაგრამ მატჩისწინა დღეს ამის გარკვევა, საუკეთესო დრო არ არის. არც ის ვიცით, ითამაშებს თუ არა, ატლეტიკოსთან მომდევნო მატჩში", - თქვა ჩავიმ ესპანიოლთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ რობერტ ლევანდოვსკი პამპლონას ოსასუნასთან შეხვედრაში გააძევეს და 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს. ეს ბოლო თამაში იყო, რომელიც ბარსამ ლა ლიგაში მსოფლიოს ჩემპიონატამდე ჩაატარა. ესპანიოლს კი "ბლაუგრანა" 31 დეკემბერს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები