Thumbnail

შახტარმა არსენალს მუდრიკი 50 მილიონ ევროდ არ მიჰყიდა - მოლაპარაკებები გრძელდება

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • დონეცკის შახტარმა ლონდონის არსენალს მიხაილო მუდრიკი 50 მილიონად არ მიჰყიდა
  • ლონდონურ კლუბში თვლიან, რომ უკრაინელებთან შეთანხების მიღწევა შესაძლებელია

The Times-ის ინფორმაციით, დონეცკის შახტარმა ლონდონის არსენალის შემოთავაზებაზე უარი თქვა და მიხაილო მუდრიკის სანაცვლოდ 90 მილიონ ევროს ითხოვს. 

ლონდონურმა კლუბმა უკრაინელებს გარემარბის თაობაზე 50 მილიონი ევროს წინადადებით მიმართა, აღნიშნულმა თანხამ შახტარი არ დააკმაყოფილა. არსენალის მთავარ მწვრთნელ მიკელ არტეტას გუნდის შეტევის გაძლიერება 2023 წლის დასაწყისშივე სურს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გაბრიელ ჟესუსმა ტრავმა მიიღო. 

დღეს, 30 დეკემბერს მხარეებს შორის მოლაპარაკებები გაგრძელდა. თავად მუდრიკს ბრიტანულ გუნდში თამაში სურს, არსენალშიც თვლიან, რომ დონეცკელებთან შეთანხმება შესაძლებელია და მომდევნო კვირაში შახტარს გაუმჯობესებულ პირობებს შესთავაზებენ. 

21 წლის მიხაილო მუდრიკმა უკრაინის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 12 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა. ახალგაზრდა უკრაინელმა შიდა ლიგაში შედეგიან თამაშს ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ 6 შეხვედრაში 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემაც მიამატა. გერმანული პორტალი Transfermark გარემარბს 40 მილიონ ევროდ აფასებს, არსენალში მუდრიკში გადახდილ პოტენციურ თანხას მომავლისთვის განხორციელებულ ინვესტიციად განიხილავენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები