Thumbnail
  • კლივლენდ კავალიერსი 145:134 ჩიკაგო ბულსი
  • დონოვან მიტჩელმა 71 ქულით ისტორია გადაწერა

NBA-ში ახალი წელი ყველაზე კარგად დონოვან მიტჩელისთვის დაიწყო!

კლივლენდ კავალიერსის ვარსკვლავმა დღეს გამთენიისას ლებრონ ჯეიმსის რეკორდი მოხსნა, NBA-ში სეზონის ახალი საუკეთესო შედეგიც დააფიქსირა და თავისი საოცარი თამაშით თავისი გუნდი ჯერ თამაშში დააბრუნა, მერე კი მოაგებინა. მოკლედ, დონოვან მიტჩელმა ჩიკაგოს არც მეტი, არც ნაკლები, 71 ქულა (!) ჩაუგდო.

მიტჩელის სიგიჟეები კონკრეტულად: 71 ქულა (კარიერის საუკეთესო შედეგი და NBA-ს სეზონის საუკეთესო შედეგი), 22/34, 7/15 სამქულიანები, 20/25 საჯარიმო. პლუს ამას, 26 წლის მიტჩელმა 11 ასისტიც შეასრულა (ასევე კარიერის საუკეთესო შედეგი) და 8 მოხსნაც გააკეთა.

მინიმუმ 70 ქულასთან ერთად 10 ასისტი NBA-ს ისტორიაში მანამდე არავის გაუკეთებია.  ამასთან, მიტჩელმა კლუბის ისტორიაში ლებრონ ჯეიმსის რეკორდი (57 ქულა) მოხსნა და ზოგადად, ის მხოლოდ მე-7 კალათბურთელია NBA-ს ისტორიაში, რომელმაც თამაშში 70-ზე მეტი ქულა ჩააგდო. მიტჩელზე მეტი ერთ მატჩში ბოლოს კობი ბრაიანტს ჰქონდა ჩაგდებული (81 ქულა 2006 წელს).

ყველაზე მნიშვნელოვანი უდავოდ ის მომენტი იყო, როცა მან თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა და არც იქ შეუწყვეტია თავისი ფანტასტიკური პერფორმანსი - ოვერტაიმში ჯამში 13 ქულა ჩააგდო. “ჩვენ დღეს NBA-ს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსი ვნახეთ,” - მომხდარის დაჯერება უჭირდა კლივლენდის მთავარ მწვრთნელ ჯეი ბი ბიკერსტაფს.

დონოვან მიტჩელმა სროლით ან პასით ჯამში 99 ქულის ჩაგდებაში მიიღო მონაწილეობა და კლივლენდისთვის თითოეული ქულა მნიშვნელოვანი გახლდათ, რადგან კავალიერსი პირველ ტაიმში დაცვაში საშინლად გამოიყურებოდა (47:65) და იყო მომენტი, როცა 21 ქულითაც აგებდა…

კომენტარები

ბოლო ამბები