Thumbnail

'საქართველოს და ამ ოთხეულს მოგება შეუძლიათ' - ედი ჯონსი 2023 წლის მსოფლიო თასზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ედი ჯონსმა 2023 წლის მსოფლიო თასის შესახებ პროგნოზი გააკეთა
  • ინგლისელმა მწვრთნელმა საქართველოზეც ისაუბრა

ედი ჯონსს ნოემბრის ტესტებზე ინგლისის ნაკრების წარუმატებელი ასპარეზობა არ აპატიეს და მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაუშვეს. ინგლისელმა მწვრთნელმა 2023 წლის სარაგბო მსოფლიო თასზე ისაუბრა და პროგნოზიც გააკეთა.

'ნაკრებებს სამ კატეგორიად ვყოფ. რეიტინგის პირველ 6 ნაკრებს მსოფლიო თასის მოგება შეუძლია. მეორე კატეგორიაში იაპონია და არგენტინა შედიან, რომლებსაც საუკეთესო ექვსეულის დამარცხება შეუძლიათ.

რაც შეეხება მესამე კატეგორიას, იტალიას, სამოას, ფიჯის, ტონგასა და საქართველოს ლიდერებთან ბრძოლა და მათი დამარცხება შეუძლიათ. ეს ტურნირი ყველაზე საინტერესო იქნება, რადგანაც ყველა ნაკრებს შეუძლია ერთმანეთს დიდი წინააღმდეგობა გაუწიოს', - განაცხადა ჯონსმა.

2023 წლის მსოფლიო თასი საფრანგეთში ჩატარდება. ტურნირი 8 სექტემბერს დაიწყება და 23 ოქტომბერს დასრულდება.

კომენტარები

ბოლო ამბები