- ევროპოპის YouTube არხზე 'მაგიდის დერბის' ახალი ეპიზოდი გამოქვეყნდა
- ამჯერად ერთმანეთს გიორგი ლორია და გიორგი ქვილითაია დავუპირისპირეთ
- წინა ეპიზოდები აქ: ბაციკაძე VS კალატოზი, ბაქრაძე VS მოსიძე
"მაგიდის დერბი" - ევროპოპის YouTube არხზე ახალი რუბრიკაა, რომელიც ჯერ მხოლოდ 3 ეპიზოდს მოიცავს, მაგრამ უკვე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. ეს არის თამაში, რომელშიც ერთმანეთს სპორტსმენები ან სპორტთან დაკავშირებული ადამიანები უპირისპირდებიან.
პირველ თამაშში ერთმანეთს რეალის და ბარსას ცნობილი გულშემატკივრები, სპორტული ჟურნალისტები და europop live-ის წამყვანები, გიორგი კალატოზი და ტატო ბაციკაძე დავუპირისპირეთ. კალას და ტატოს დერბის უკვე 65 000-ზე მეტი ნახვა აქვს. მეორე ეპიზოდში ცნობილი მოაზროვნეების, გიორგი ბაქრაძის და გიორგი მოსიძის დერბი შედგა, რომელსაც მოწინააღმდეგეთა გათვალისწინებით, შეგვიძლია მანჩესტერული დერბიც ვუწოდოთ. მათი "დუელი" ჩვენს არხზე ამ დროისთვის 60 000-მდე ადამიანმა ნახა.
ახლა კი "მაგიდის დერბის" მესამე ეპიზოდი გამოვაქვეყნეთ. ჩვენი დერბის მაგიდას ამჯერად საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები, გიორგი ლორია და გიორგი ქვილითაია მიუსხდნენ. ისინი ერთმანეთში სპორტის გარდა, კინომცოდნეობასა და საახალწლო "სუფროლოგიაში“ შევაჯიბრეთ და ვფიქრობთ, მართლაც განსაკუთრებული დაპირისპირება გამოვიდა.
თამაში სამი რაუნდისგან შედგება. სამივე ძალიან საინტერესო და სახალისოა. ნახეთ "მაგიდის დერბის" მესამე სერია და ველით თქვენს გამოხმაურებებს და რჩევებს ვიდეოს კომენტარებში.
კომენტარები