Thumbnail

უკრაინაში ყველაფერი დაკარგა - ტიმოშჩუკი სანქცირებულთა სიაში მოხვდა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ტიმოშჩუკი სანქცირებულთა სიაში მოხვდა
  • უკრაინის ნაკრების რეკორდსმენი ომის შესახებ ისევ დუმს

უკრაინის ნაკრების ყოფილი კაპიტანი და რეკორდსმენი - ანატოლი ტიმოშჩუკი ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, სხვა 118 უკრაინის მოქალაქესთან ერთად სანქცირებულთა სიაში მოხვდა.

ტიმოშჩუკი, რომელსაც მიუნხენის ბაიერნთან ერთად ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული, 2017 წლიდან მის ყოფილ კლუბის - სანკტ პეტერბურგის ზენიტის სამწვრთნელო შტაბში მუშაობს. მას ომის დაწყების დღიდან, სამშობლოს მხარდამჭერი, ან აგრესიის დამგმობი განცხადება არ გაუვრცელებია, ხმას არ იღებს და გაზპრომის გუნდში მუშაობას ისე განაგრძობს თითქოს არაფერი არ ხდება.

ტიმოშჩუკი ვლადიმირ კლიჩკოსთან ერთად

სანქცირებულ პირთა შესახებ კანონს, ზელენსკიმ ხელი გუშინ მოაწერა, ამ სიაში როგორც უკრაინული გამოცემა ტრიბუნა ამბობს, შედიან როგორც პოლიტიკოსები, ასევე უკრაინელი მომღერლები, მსახიობები, სპორტსმენები - გავლენიანი ფიგურები, რომლებიც კრემლის პროპაგანდის ნაწილად მოიაზრებიან.

სანქციები შეეხება ამ პირთა უკრაინაში არსებულ ქონებას, კაპიტალის გადაადგილებას, იურიდიული დოკუმენტების და სტატუსების შეჩერებას, დარგობრივი საქმიანობის აკრძალვას, სხვადასხვა წოდებათა და პრივილეგიათა ანულირებას და ა.შ.

კომენტარები

ბოლო ამბები