- აელ 88:76 ანორთოსისი
- ქართველმა კალათბურთელმა 12-დან მხოლოდ 3 სროლა გამოიყენა
კვიპროსის ჩემპიონატის მორიგ ტურში დუდა სანაძის ანორთოსისი ლიმასოლის აელ-ს ესტუმრა და მართალია, პირველი ტაიმი მოიგო, საბოლოოდ, 76:88 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 22:52 წუთში 7 ქულა, 2 მოხსნა, 6 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა.
დუდამ 7-დან 2 ორქულიანი და 5-დან 1 სამქულიანი ჩააგდო ანუ სროლა აშკარად არ წაუვიდა. მას პასივში 5 დაკარგვა და 1 პერსონალური ფოლიც ჰქონდა.
ანორთოსისს 5 მოგება და 6 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე იმყოფება. ფამაგუსტელები მომდევნო მატჩს 14 იანვარს შინ აპოპ პაფუსთან ჩაატარებენ.
კომენტარები