Thumbnail
  • ჟოზე მოურინიო შესაძლოა ბრაზილიის ნაკრებში დაინიშნოს
  • ეს ინფორმაცია კარლოს ალბერტომ გაავრცელა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ჟოზე მოურინიო ბრაზილიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად? ის, რისი წარმოდგენაც ბევრს გაუჭირდებოდა, შეიძლება, ძალიან რეალური იყოს.

ყოფილმა ფეხბურთელმა კარლოს ალბერტომ, რომელიც კარიერის საუკეთესო წლებში პორტუში, კორინთიანსში და ბრემენის ვერდერში თამაშობდა, პოდკასტ Mundo GV-ში განაცხადა, რომ დიდი შანსია, ძალიან მალე რომას პორტუგალიელი დამრიგებელი ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელად დაინიშნოს. 

“პირდაპირ გეტყვით. შეიძლება ბრაზილიის ნაკრები ჟოზე მოურინიომ ჩაიბაროს. ეს ახალი ამბავია. მან მე ასისტენტობაც კი შემომთავაზა,” - განაცხადა ალბერტომ, რომელმაც 2004 წელს პორტუში ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მაშინ პორტუს დამრიგებელი სწორედ მოურინიო გახლდათ.

ბოლო დროს მოურინიოს სახელს პორტუგალიის ნაკრებს უკავშირებდნენ, მაგრამ უპირატესობა რობერტო მარტინესმა მოიპოვა. ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში ხორვატიასთან დამარცხდა და მუნდიალის შემდეგ უმწვრთნელოდაა. ახლა კი ირკვევა, რომ ტიტე შეიძლება მოურინიომ შეცვალოს.

კომენტარები

ბოლო ამბები