Thumbnail
  • ოთარ კიტეიშვილი სტუმრად ევროპოპის რუბრიკაში "უპასუხე თუ შეგიძლია"
  • საქართველოს ნაკრების და შტურმის ლიდერს სახალისო კითხვები დავუსვით

“უპასუხე თუ შეგიძლია” - ევროპოპის YouTube-არხზე ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რუბრიკაა, რომლის ვიდეოებს ყოველთვის ბევრი ნახვა აქვს. ეს რუბრიკა უკვე რამდენიმე საინტერესო და სახალისო ვიდეოს მოიცავს. სპორტსმენები და სპორტთან დაკავშირებული ცნობილი ადამიანები სპეციალურად მათთვის მოფიქრებულ სახალისო კითხვებს პასუხობენ.

ახლახან, ჩვენს არხზე "უპასუხე თუ შეგიძლიას" ახალი ეპიზოდი გამოქვეყნდა. სტუმარი ამჯერად საქართველოს ნაკრების და გრაცის შტურმის ლიდერი ოთარ კიტეიშვილია. თუ მანამდე არ იცოდით, გასვლითი შეხვედრის ვიდეოდან მაინც გაიგებდით, რომ კიტეს ფორმულა 1 განსაკუთრებით უყვარს. შესაბამისად, F1-ზე "უპასუხე თუ შეგიძლიაშიც" ვკითხეთ. ვინ არის ნაკრებში ყველაზე მაგარი გეიმერი? რომელი იყო ყველაზე ძლიერი ფორმაციის დინამო თბილისი კიტეიშვილის დროს? აქვს თუ არა რაიმე რიტუალი მატჩის წინ? როდის "ურევენ" გუნდები თამაშს? რას ურჩევს თანაგუნდელ მარჯვენა მცველს, თუ შტურმი ნაპოლის შეხვდება? კიტეიშვილი ამ და სხვა კითხვებს პასუხობს.

ნახეთ და გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები. დარწმუნებულები ვართ, რომ იხალისებთ. არ დაგავიწყდეთ ევროპოპის YouTube არხის გამოწერა, რომ არ გამოგრჩეთ ვიდეოები, რომლებიც ჩვენს არხზე დაიდება.

კომენტარები

ბოლო ამბები