Thumbnail

ირანის სასამართლომ რეზა აზადანის 26-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • ირანულმა სასამართლომ ტრაქტორის ყოფილი მცველი დამნაშავედ სცნო
  • 26 წლის ფეხბურთელს ბრალად შეთქმულებაში მონაწილეობაც ედებოდა

ირანელ ფეხბურთელ ამირ რეზა ნასრ აზადანის ადგილობრივმა სასამართლომ 26 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. Sky-ს ცნობით, აღნიშნული ვადის 16 წელს აზადანი ციხეში გაატარებს, დანარჩენ 10 წელს კი, შინა პატიმრობაში.

ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ირანული კლუბის ტრაქტორის ყოფილ მცველს, რომელმაც სამშობლოში არსებულ მასობრივ პროტესტს დაუჭირა მხარი, ბრალი სამი პოლიციელის მკვლელობის თანამონაწილეობაში, შეთქმულებაში მონაწილეობასა და უკანონო ბანდფორმირების წევრობაში წაუყენეს. სასამართლომ 26 წლის ფეხბურთელი დამნაშავედ სამივე ბრალდებაში სცნო.

2022 წლის სექტემბერში ირანის მორალის პოლიციამ ახალგაზრდა გოგონა მაჰსა ამინი საჯარო სივრცეში ჰიჯაბის გარეშე ყოფნის გამო დააკავა და მოგვიანებით, ის განყოფილებაში შემოაკვდათ. ამ ფაქტს ირანში დიდი პროტესტი მოჰყვა, რომელსაც სოლიდარობა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა გამოუცხადეს, მათ შორის, ფეხბურთელებმაც. ამირ აზადანი ერთადერთი ცნობილი მოთამაშე გახლავთ, რომელსაც პატიმრობა მიესაჯა.

კომენტარები

ბოლო ამბები