Thumbnail
  • ბათუმში თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა
  • გენო პეტრიაშვილმა გადამწყვეტი ორთაბრძოლა 10:0 მოიგო
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ბათუმის სპორტის სასახლეში თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა. ტურნირის ბოლო დღეს პრიზიორები დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, მძიმე წონაში (125 კგ.) პირველობა არავის დაუთმო მსოფლიოს სამგზისა და ევროპის ორგზის ჩემპიონმა და ოლიმპიური თამაშების ორგზის პრიზიორმა გენო პეტრიაშვილმა.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ლიდერმა ფინალში სოლომონ მანაშვილს დაახლოებით ერთ წუთში 10:0 სძლია, ცუდი კი ის იყო, რომ ბოლო ილეთისას მეტოქეს ხელი ცუდად მოჰყვა და მძიმე ტრავმა მიიღო.

გენო პეტრიაშვილის გამარჯვება საქართველოს ჩემპიონატის ფინალში

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on Tuesday, January 10, 2023

61 კგ.
1. შოთა ფარტენაძე (აჭარა) 
2. დავით აბდალაძე (ქუთაისი) 
3. გიორგი ღონიაშვილი (ყვარელი)
3. რამაზ თურმანიძე (აჭარა)

70 კგ.
1. გიორგი ელბაქიძე (ამბროლაური)
2. ნიკოლოზ ბუშელაშვილი (ყვარელი)
3. გიორგი ჭოლაძე (ქუთაისი)
3. დავით ფაცინაშვილი (გორი)

79 კგ.
1. ვლადიმერ გამყრელიძე (ამბროლაური)
2. ევსემი შველიძე (ხარაგაული) 
3. თემო ბერუაშვილი (გორი)
3. ოთარ ადეიშვილი (სამტრედია)

92 კგ.
1. მირიან მაისურაძე (ონი) 
2. ანდრო მარგიშვილი (ქარელი) 
3. დაჩი ფირუზაშვილი (თბილისი) 
3. იუზა ცერცვაძე (ბაღდადი)

125 კგ.
1. გენო პეტრიაშვილი (გორი) 
2. სოლომონ მანაშვილი (თბილისი)
3. ნიკა ბერულავა (თბილისი)
3. გიგა შავაძე (ბოლნისი)

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონატის პირველ ფინალურ დღეს ოქროს მედლები რობერტ დინგაშვილმა (57 კგ.), ედემი ბოლქვაძემ (65 კგ.), ავთანდილ კენჭაძემ (74 კგ.), ტარიელ გაფრინდაშვილმა (86 კგ.) და გივი მაჭარაშვილმა (97 კგ.) მოიპოვეს.

კომენტარები

ბოლო ამბები