Thumbnail

წყალბურთი | დინამო თბილისის მე-5 წაგება ჩემპიონთა ლიგაში

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • რადნიჩკი 11:10 (2:3, 4:3, 3:2, 2:2) დინამო თბილისი
  • დინამო თბილისმა მეტოქეს არაფერი დაუთმო, მაგრამ მაინც დამარცხდა

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაში დინამო თბილისი მე-5 ტურში სერბულ რადნიჩკს სტუმრად დაუპირისპირდა და ზედიზედ მეხუთე მარცხი განიცადა.

თუმცა, დეიან სტანოევიჩის გუნდმა ამჯერად ბოლომდე იბრძოლა და ბოლო წამებამდე ინარჩუნებდა თამაშის გადარჩენის შანსს. პირველი პერიოდში თბილისურმა გუნდმა 3:2 მოიგო, მომდევნო ორი მეოთხედი კი მინიმალურად დათმო, ბოლო პერიოდში კი ფრე დაფიქსირდა, რის შედეგადაც საბოლოოდ სერბებმა 11:10 გაიმარჯვეს.

დინამოს რიგებში ყველაზე შედეგიანი გიორგი მაგრაქველიძე იყო, რომელმაც 3 გოლი გაიტანა, ხოლო დუბლით გამოიჩინეს თავი ანდრია ვლაჰოვიჩმა და იოვან სარიჩმა.

დინამო თბილისი 5 ტურის შემდეგ 5 წაგებით A ჯგუფში ბოლო, მე-8 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას 24 იანვარს, თბილისში, გერმანულ ჰანოვერთან გამართავს, რომელსაც ასევე 5 წაგება აქვს.

რადნიჩკი 11:10 (2:3, 4:3, 3:2, 2:2) დინამო თბილისი

დინამო თბილისი: გიაპიასი, ჩხეიძე, ახვლედიანი (1 გოლი), ძიხიციარენკა, ტყეშელაშვილი (1), ვლაჰოვიჩი (2), ჯახაია, სარიჩი (2), იმნაიშვილი, მაგრაქველიძე (3), მესხი, პეისიჩავი (1), რაზმაძე.

კომენტარები

ბოლო ამბები