Thumbnail
  • ნიმი 1:4 მეცი | კაენი 2:2 ბორდო
  • გიორგი მიქაუტაძემ ოფიციალურ მატჩებში 2-თვიანი პაუზის შემდეგ გაიტანა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

22 წლის გიორგი მიქაუტაძემ ფრანგულ ლიგა 2-ში თავისი მე-8 გოლი გაიტანა. მე-18 ტურის მატჩში მეცი ნიმს ესტუმრა და დიდი ანგარიშით დაამარცხა - 4:1. ქართველი ფორვარდი სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა, რაც ამ სეზონში პირველად მოხდა. ის მოედანზე 78-ე წუთზე გამოჩნდა და 11 წუთში ჟან ჟაკის პასით გოლი გაიტანა.

ამ მოგების შემდეგ მეცი 28 ქულით მე-4 ადგილზეა და ელიტაში დაბრუნებისთვის ბრძოლას უბრუნდება. მიქაუტაძემ ლიგა 2-ის სეზონში მე-8 გოლი გაიტანა (მის ანგარიშზეა 4 საგოლე პასიც და 1 გოლი საფრანგეთის თასზე). უკვე 13 იანვარს მეცი შინ რუანს მასპინძლობს. 

ბომბარდირთა დავაში მიქაუტაძე რამდენიმე ფეხბურთელთან ერთად მეორე ადგილზეა, წინ მხოლოდ ნიგერიელი მაჯაა, რომელმაც ბორდოს რიგებში დღეს დუბლი შეასრულა, თუმცა ამან ზურიკო დავითაშვილის გუნდს სტუმრად კაენთან გამარჯვება ვერ მოუტანა - 2:2. სტუმრებმა უპირატესობა გაანიავეს, მერე 10 კაცითაც დარჩნენ. ზურიკო მწვრთნელმა 59-ე წუთზე გამოცვალა. ბორდო 32 ქულით მე-2 ადგილზეა და 13 იანვარს ამიენს მასპინძლობს, დავითაშვილს ლიგა 2-ში ორი გოლი აქვს გატანილი (1 საგოლე პასი). 

კომენტარები

ბოლო ამბები