- ქართველმა სუმოისტმა წლის პირველ სუპერტურნირზე მარცხენა მხარი იტკინა
- ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშოზე მეორედ წააგო და ტრავმა მიიღო
ჰაცუ ბაშოს მე-5 დღეს ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინი იაპონელ ტაკარაფუჯის უნდა შეხვდეს და ამ ორთაბრძოლის წინ, მეტად საინტერესო ვითარება შეიქმნა.
როგორც იაპონური პრესა წერს, დიდია შანსი, ხვალინდელი შეხვედრის წინ ორმაგი ფუსენი დაფიქსირდეს ანუ დოჰიოზე გასვლა ვერცერთმა სეკიტორიმ ვერ შესძლოს.
საქმე ის გახლავთ, რომ როგორც ქართველმა, ასევე იაპონელმა ვეტერანებმა დღევანელ შერკინებებში ტრავმები მიიღეს.
35 წლის ტოჩინოშინმა, რომელიც წლის პირველ სუპერტურნირზე დასავლეთის მე-11 მაეგაშირას წოდებით ირჯება, აღმოსავლეთის მე-13 მაეგაშირა კოტოშოჰოსთან იორიკირით წააგო და მარცხენა მხარი იტკინა.
არსებული ინფორმაციით, არაა გამორიცხული, ქართველ სუმოისტს მხარი ამოგდებულიც კი ჰქონდეს, რაც მისთვის, როგორც მინიმუმ, ამ ბაშოს დასრულებას უნდა ნიშნავდეს.
თავის მხრივ, მარჯვენა ხელის თითი დაიშავა აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა ტაკარაფუჯიმ, რომელმაც ტოკიოში პირველი მარცხი სწორედ დღეს განიცადა.
“როგორც ტოჩინოშინს, ასევე ტაკარაფუჯის ელიტარულ დივიზიონში დაბალი რეიტინგი გააჩნიათ, ამდენად, თუკი ბაშოზე ასპარეზობა ვერ გააგრძელეს, დიდი ალბათობით, მაკუუჩიდან დაქვეითება ელით”, - წერს Sanspo.
შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი მისთვის საიუბილეო მე-100 ბაშოს ატარებს და ამ დროისთვის, თანაბარი ბალანსი (2-2) გააჩნია. თუკი ვეტერანი ქართველი სუმოისტი ბაშოდან მართლაც მოიხსნა და რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში აღმოჩნდა, სავარაუდოა, რომ ის კარიერის დასრულებაზეც იფიქრებს.
კომენტარები