Thumbnail
  • ქარშიაქა 89:96 (სერია - 0:2) მურსია
  • თად მაკფადენის და რატი ანდრონიკაშვილის გუნდი L ჯგუფში ითამაშებს

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის პლეი ინის საპასუხო მატჩში თად მაკფადენისა და რატი ანდრონიკაშვილის მურსიამ სტუმრად დაამარცხა თურქული ქარშიაქა და სერია 2:0 მოიგო. თამაში პირველ ტაიმში ქულა-ქულაში მიმდინარეობდა, შემდეგ თურქებმა მცირე უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა გადამწყვეტი მეოთხედის ბოლო წუთებზე, ძირითადად ჩეხი დავიდ ჟელინეკისა და ამერიკელი ტრევის ტრაისის წყალობით (ერთხელ 3-ქულიანი თადმაც ჩააგდო - 2:26-ზე მურსიამ მისი სროლით გაათანაბრა - 83:83), ესპანურმა კლუბმა "ქამბექი" შემოგვთავაზა და საბოლოოდ, 7-ქულიანი სხვაობით მოიგო. ამით, მურსია ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გავიდა, რომელიც ჯგუფური ეტაპის ფორმატით გაიმართება. 

მურსიას ზეიმი გასახდელში

თად მაკფადენი სასტარტო ხუთეულში იყო და მან მოედანზე 23:19 წუთი გაატარა. მის ანგარიშზე 10 ქულა და 5 პასია. მაკფადენმა 6-დან 2 სამქულიანი გამოიყენა. პლუს/მინუსი კოეფიციენტი მას 8 ჰქონდა. რახ შეეხება რატი ანდრონიკაშვილს, მას მოედანზე მხოლოდ 17 წამი მიეცა დრო. ბუნებრივია, ამ დროში მან საერთოდ ვერაფერი მოასწრო. 

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი გიორგი შერმადინის ტენერიფეა. გიორგის გუნდმა ამ სეზონში ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და 1/8 ფინალის საგზური ასე გაინაღდა. TOP 16-ის L ჯგუფში ოთხიდან სამი ესპანური კლუბია: ბილბაო, შერმადინის ტენერიფე და მაკფადენისა და ანდრონიკაშვილის მურსია. გაირკვა მეოთხე კლუბიც - თურქული დარუშაფაკა. ორი საუკეთესო გუნდი მეოთხედფინალში გავა. ჯგუფური ეტაპი 24 იანვრიდან დაიწყება. 

კომენტარები

ბოლო ამბები