Thumbnail
  • რედ ბულმა კიდევ ერთი ტალანტი დაიმატა
  • ხუან პაბლო მონტოიას შვილს დიდი მიზნები აქვს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

გვარი მონტოია ავტოსპორტის დიდ ცირკში ბრუნდება!

სებასტიან მონტოიამ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე გულშემატკივრებს აცნობა, რომ “რედ ბულის” პილოტი გახდა. “ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ეს ამბავი გაცნობოთ: რედ ბულის იუნიორთა ოფიციალური გუნდის წევრი გავხდი. შარშან რედ ბულის მომავალი პილოტების გაფართოებულ სიაში მოვხვდი, ახლა კი ერთად ვიწყებთ დიდი მიზნისთვის მუშაობას და ამ მიზანს ფორმულა 1 ჰქვია.” - დაწერდა 17 წლის მრბოლელმა.

სებასტიანი ხუან პაბლო მონტოიას შვილია

სებასტიან მონტოია ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტის, ცნობილი ხუან პაბლო მონტოიას შვილია, რომელიც 2001-დან 2006 წლამდე უილიამსის და მაკლარენის პილოტი გახლდათ და 7 რბოლის მოგება მოახერხა. მას მიხაელ შუმახერის დროს მოუწია “დიდ ცირკში” რბოლა და ლეგენდარულ გერმანელს ხშირად საკმაოდ დიდ კონკურენციას უწევდა.

უმცროსმა მონტოიამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ნიჭიერია და დიდი მომავალი შეიძლება ჰქონდეს. შარშან, ფორმულა 3-ში კარგი დებიუტი ჰქონდა და ფორმულას კლასის სხვა ახალგაზრდულ რბოლებშიც ბევრი აქვს დამტკიცებული. მამასთან ერთად ის ამერიკულ სერია IMSA-შიც მონაწილეობდა.

რედ ბულის ახალგაზრდა მრბოლელების პროგრამაში ის ენცო ფიტიპალდისთან ერთად იქნება, რომელიც ცნობილი ემერსონ ფიტიპალდის შვილია.

კომენტარები

ბოლო ამბები