Thumbnail

თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ ევროლიგის მე-19 ტურში ოლიმპიაკოსს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა - 83:85 დამარცხდა. ვირტუსი ბოლო პერიოდის წინ 10 ქულას აგებდა და თითქოს თამაშის გადარჩენის შანსიც აღარ ჰქონდა, თუმცა იტალიელებმა ბოლომდე იბრძოლეს და ბოლო მეოთხედში წინაც გავიდნენ, მაგრამ ბერძნებმა მატჩი მაინც მოიგეს.

თორნიკემ პარკეტზე 22:21 წუთი გაატარა, რა დროშიც 11 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი დააგროვა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 6-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, რასაც ერთი სამქულიანი და ორი საჯარიმო მიუმატა. ვირტუსს ისევ მილოშ ტეოდოსიჩმა ულიდერა, რომელმაც 25 წუთში 21 ქულა ჩააგდო. მატჩის საუკეთესო კალათბურთელი ალექსანდრ ვეზენკოვი გახდა. ოლიმპიაკოსის ბულგარელმა მოთამაშემ 22 ქულა, 10 მოხსნა და 1 პასი დააგროვა.

ვირტუს ბოლონიამ ევროლიგაში მე-11 მატჩი წააგო. შენგელიას გუნდს 8 მოგება აქვს და 18-გუნდიან ცხრილში მე-13 ადგილზეა. ვირტუს ბოლონიას მომდევნო მეტოქე ევროლიგის მე-20 ტურში პანათინაიკოსი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები