Thumbnail

ზედიზედ მეორე ნახევარფინალი ესპანეთის სუპერთასზე და ზედიზედ მეორე დუელი პენალტების სერიაში მეკარეებს შორის. გიორგი მამარდაშვილისა და ტიბო კურტუას "დაპირისპირების" შემდეგ, კლაუდიო ბრავოსა და მარკ-ანდრე ტერ შტეგენის "ბრძოლა" ვიხილეთ - გერმანელმა გოლკიპერმა ხუანმის და კარვალიოს დარტყმულები მოიგერია და ბარსას სერია 4:2 მოაგებინა. შედეგად, საოცნებო ფინალი შედგება - რეალი ბარსელონას წინააღმდეგ. 

ბარსელონა მე-40 წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ დააწინაურა, თუმცა მეორე ტაიმში ნაბილ ფეკირმა ანგარიში გაათანაბრა. დამატებით ტაიმებშიც ანალოგიური სცენარი ვიხილეთ - შეცვლაზე შესულმა ანსუ ფატიმ კვლავ ბარსა დააწინაურა, თუმცა ამჯერად, ლორენ მორონმა გაათანაბრა. აღსანიშნავია, რომ სევილიელთაგან ორივე საგოლე პასი ბრაზილიელი ლუის ენრიკეს ანგარიშზეა. დაინიშნა პენალტების სერია.

შეგახსენებთ, რომ რიადში პირველი ნახევარფინალური მატჩი რეალმა ვალენსიას გიორგი მამარდაშვილის შესანიშნავი თამაშის მიუხედავად, პენალტების სერიაში მოუგო. 15 იანვარს საუდის არაბეთში ესპანეთის სუპერთასის ფინალში რეალ მადრიდი ბარსელონას დაუპირისპირდება. 

ბეტისი 1:1 (2:2 დ.დ.) (2:4 პენალტები) ბარსელონა

გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (40), 1:1 ფეკირი (77. ლუის ენრიკეს პასით), 1:2 ფატი (93), 2:2 ლორენი (101. ლუის ენრიკეს პასით)

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო (78. კრისტენსენი), არაუხო, კუნდე, ალბა (79. ალონსო) - გავი (96. კესიე), ფ. დე იონგი (63. ბუსკეტსი), პედრი - რაფინია (86. ფატი), ლევანდოვსკი, დემბელე (63. ფერან ტორესი)

გაძევება: გუარდადო (119. ბეტისი)

კომენტარები

ბოლო ამბები