Thumbnail
  • ალჯამეინ სტერლინგმა სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა
  • წონის შეცვლის შემდეგ ალჯო ილია თოფურასთან ჩხუბს განიხილავს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა ალჯამეინ სტერლინგმა (22-3) Sports Illustrated-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დივიზიონის შეცვლის შემდეგ ილია თოფურიასთან (13-0) ჩხუბი აინტერესებს. 

ალჯო, რომელსაც ბიცეფსი აქვს დაზიანებული, სრულად გამოჯანმრთელებამდე ბრძოლას არ აპირებს და სურს, ჰენრი სეხუდოს აპრილში ან მაისში დაუპირისპირდეს. 

"აქამდე თავს არ ვუფრთხილდებოდი. მეგონა, რომ ეს დაზიანებები მნიშვნელოვანი არ იყო და სწორ მკურნალობაზე არ ვფიქრობდი. ახლა საფრთხეები გავაანალიზე და სანამ ბოლომდე არ გამოვჯანმრთელდები, ოქტაგონზე არ გავალ. მინდა, სეხუდოსთან ბრძოლას მომზადებული შევხვდე. ჰენრი ძალიან მაგარი სპორტსმენია, ბრწყინვალედ ჭიდაობს, მაგრამ თუ ჩემს წინააღმდეგ ჩხუბი სურს, უნდა დაიცადოს.

სანამ ქვემუსუბუქ დივიზიონში გადავალ, იქამდე ქამარი ერთხელ უნდა დავიცვა და ამ წონის რეკორდსაც დავამყარებ. ზედა კატეგორიაში გადასვლის შემდეგ ალექსანდერ ვოლკანოვსკისთან (25-1) ბრძოლა მინდა. ასევე, ილია თოფურიასთან ჩხუბითაც დაინტრიგებული ვარ, ვფიქრობ, მასთან დაპირისპირება საინტერესო იქნება. თუმცა იქამდე სუპერმსუბუქი წონის ქამარი უნდა დავიცვა," - განაცხადა ალჯომ. 

ალჯამეინ სტერლინგმა 22 ოქტომბერს თი ჯეი დილაშოუ (17-5) მეორე რაუნდში დაანოკაუტა და სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტული მეორედ დაიცვა. თუ იამაიკელი მომდევნო ბრძოლას მოიგებს, დივიზიონს ტოვებს, თვითონ ქვემსუბუქ კატეგორიაში გადავა, ხოლო სუპერმსუბუქი წონის ტიტულზე ჩხუბის რეალური შანსები მერაბ დვალიშვილს (15-4) ექნება.

კომენტარები

ბოლო ამბები