Thumbnail

პირველი გოლები სიმსივნის შემდეგ - ალემ ჰეთთრიკი შეასრულა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ეს მხოლოდ ტესტ-მატჩი იყო, მაგრამ სებასტიენ ალესთვის ძალიან განსაკუთრებული!

ალეს ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე ზაფხულში დაუდგინეს, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად წარიმართა. ქიმიოთერაპიის კურსებისა და ორი ოპერაციის შემდეგ ალემ ჯერ ვარჯიში დაიწყო, სამიოდ დღის წინ პირველად ითამაშა (დიუსელდორფთან სპარინგში), ახლა კი მოედანზე მეორედ გავიდა და ჰეთთრიკიც შეასრულა!

ბორუსიამ შვეიცარიული ბაზელი ტესტ-მატჩში 6:0 გაანადგურა, ალე თამაშში 61-ე წუთზე ჩაერთო და მეტოქეს 3 გოლი გაუტანა. მან ჯერ პენალტი დაარტყა ზუსტად, მერე ორჯერ თამაშიდან შეაგდო და ეს ყველაფერი 7-წუთიან ინტერვალში გააკეთა. დანარჩენი სამი გოლი გერმანული გუნდისგან მარკო როისის, დონიელ მალენისა და ჯუდ ბელინგემის ანგარიშზეა.

ალე დორტმუნდმა გასულ ზაფხულს სარეკორდო ფასად აიაქსიდან დაიმატა და მალევე სიმსივნე დაუგდინდა. ამგვარად, ჯერ გერმანულ გუნდში ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია. ბუნდესლიგა 22 იანვარს განახლდება და "ყვითლების" მეტოქე აუგსბურგი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები