Thumbnail
  • მანჩესტერ იუნაიტედმა ვუტ ვეგჰორსტის ტრანსფერი დაადასტურა
  • მანკუნიანელებმა ნიდერლანდელი ფორვარდი იჯარით აიყვანეს

ახლა უკვე ოფიციალურად: ვუტ ვეგჰორსტი მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელია!

როგორც მოსალოდნელი იყო, პარასკევს საღამოს მანკუნიანელებმა დაადასტურეს ტრანსფერი, რომელიც ბოლო დღეებში გამოიკვეთა. იუნაიტედმა ნიდერლანდების ნაკრების თავდამსხმელი ვუტ ვეგჰორსტი ბარნლიდან ნახევარწლიანი იჯარით აიყვანა და წარადგინა კიდეც. ბოლოს 30 წლის ცენტრფორვარდი თურქულ ბეშიქთაშში იყო განათხოვრებული.

უცნაურად ჟღერს, მაგრამ ფაქტია: ვეგჰორსტი მანჩესტერულ გრანდში კრიშტიანო რონალდოს შეცვლის, რომელსაც მანკუნიანელებმა კონტრაქტი გაუწყვიტეს და რომელიც საუდის არაბეთის კლუბ ალ-ნასრში გადავიდა.

ვეგჰორსტი იუნაიტედში წლის ბოლომდე ითამაშებს

“მანჩესტერ იუნაიტედში თამაში ჩემთვის პრივილეგიაა. ამ გრანდის წინააღმდეგ ადრე მითამაშია და ფანტასტიკური განცდა მაქვს, რომ მივიღე შანსი, ცნობილი წითელი ფორმა ვატარო,” - ვკითხულობთ ვეგჰორსტის განცხადებაში.

იუნაიტედს ნიდერლანდელის იჯარა 3 მილიონი ევრო დაუჯდება.

კომენტარები

ბოლო ამბები