Thumbnail

იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ანტონიო კასანო სერია A-ს მე-18 ტურის ცენტრალურ მატჩს გამოეხმაურა, რომელშიც ნაპოლიმ საკუთარ მოედანზე იუვენტუსი გაანადგურა - 5:1. 

ნაპოლის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიამ შეიტანა, რომელმაც გოლი და ორი საგოლე პასი მიითვალა. რაც მთავარია, ამ გამარჯვებით ლუჩანო სპალეტის გუნდმა, რომელიც ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს 47 ქულით ლიდერობს, სკუდეტოსკენ დიდი ნაბიჯი გადადგა და ტურინელები უკან 10 ქულით ჩამოიტოვა. 

ანტონიო კასანოს მილანში მასიმილიანო ალეგრისთან უმუშავია

რომას, მილანის, ინტერისა და რეალის ყოფილმა თავდამსხმელმა იუვენტუსის მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა: 

"იუვენტუსმა ჩააგდო ყველა თამაში, რომელიც ჩაატარა. გამონაკლისი მხოლოდ ლაციოსთან იყო. ნაპოლისთან შანსები მხოლოდ რაჰმანის ორი შეცდომის შედეგად შექმნეს, ხუთი გაშვებული გოლი კი იმ სხვა მატჩების შედეგია, რომლებიც საზიზღარი თამაშით მოიგეს ლეჩესთან, უდინეზესთან, კრემონეზესთან.

ჯოვანი გალეონეს (იტალიერლი მწვრთნელი) სიტყვები, რომელიც აგრძელებს მტკიცებას, თითქოს ალეგრიმ უარი თქვა რეალის, ჩელსისა და სხვების წინადადებებზე, სისულელეა. არ უნდა დაუგდო ყური ადამიანს, რომელიც იცავს მწვრთნელს, რომელსაც სულზე დიდი უკანალი აქვს. სპალეტის უფრო ცოტა აქვს მოგებული, ვიდრე ალეგრის, მაგრამ ის გენიოსია", - აქვეყნებს კასანოს სიტყვებს  იტალური მედია. 

აღსანიშნავია, რომ ნაპოლისთან წაგებამდე მასიმილიანო ალეგრის გაწვრთნილი იუვენტუსი მოგებათა 8-მატჩიანი სერიით იწონებდა თავს, რომლებშიც საკუთარ კარში გოლიც არ ჰქონდა გაშვცებული.

კომენტარები

ბოლო ამბები