Thumbnail
  • 📅 15 იანვარი | 🏟 რიადი | ⌚ 23:00 | 🟠 რეალი V ბარსელონა
  • ჩავის და კარლო ანჩელოტის წინასამატჩო კომენტარები
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის შესახებ უნდა იცოდეთ

სუპერკოპა საუდის არაბეთში - რიადში "ელ კლასიკოს" ვიხილავთ - რეალ მადრიდი ბარსელონას წინააღმდეგ! ამ დაპირისპირებას უკვე არათუ ესპანეთი, არამედ, ევროპის ჩარჩოც აღარ ჰყოფნის, გლობალური მასშტაბისაა.

დაინტერესება საოცარია - პირდაპირ რეპორტაჟს 150-ზე მეტ ქვეყანაში გადასცემენ, მატჩზე 200-ზე მეტი ჟურნალისტი იმუშავებს. 

ორივე ნახევარფინალურ მატჩში პენალტების სერია ვიხილეთ - გიორგი მამარდაშვილის გმირობების (5 "სეივი) მიუხედავად, რეალ მადრიდმა პენალტების სერიაში 4:3 დაამარცხა ვალენსია (თამაში 1:1 მორჩა). 90 წუთი 1:1 დასრულდა ბეტისისა და ბარსელონას დაპირისპირებაც, გუნდებმა თითო გოლი გაიტანეს დამატებით ტაიმებშიც, ხოლო პენალტების სერია ბარსამ 4:2 მოიგო და ფინალში გავიდა. 

მამარდაშვილი რეალ მადრიდის წინააღმდეგ სუპერთასის ნახევარფინალში

კარლო ანჩელოტი (რეალი): "ყველა ტიტული ძალზე მნიშვნელოვანია. მათი მოგება მომავლის დიდ მოტივაციას იძლევა. ჩვენ აუცილებლად შევეცდებით სუპერთასი შევინარჩუნოთ. გუნდში საბრძოლო განწყობაა, ჩემი ფეხბურთელები ასეთი ტიპის დაპირისპირებებისთვის ყოველთვის მზად არიან. ბიჭებმა რთული ნახევარფინალის შემდეგ დასვენება მოასწრეს. ყველა კარგადაა, თუ არ ჩავთვლით მადრიდში დარჩენილებსა და ლუკას ვასკესს. 
რეალის მიზანია, ყველა შეჯიბრებაში ტიტულისთვის ბრძოლა, ყოველ მატჩში მოგებისთვის გასვლა მინდორზე. შორეულ გეგმებს არ ვსახავთ. წინ უნდა წავიწიოთ ნაბიჯ-ნაბიჯ. 

მოედნის საფარი კარგია, აქ ძალიან კარგი ფეხბურთის ჩვენება შეიძლება, რომ მოვიგოთ, ამისთვის საჭიროა სრულყოფილი თამაშის ჩვენება. მსურს, უკეთ ვითამაშოთ დაცვაში, ვალენსიასთან დაცვაში თამაში გამოვასწორეთ, თუმცა ეს საკმარისი არაა. იმედი მაქვს, დაცვაში შეცდომები აღარ მექნება.
კრიშტიანო რონალდო ძალიან კარგ ქალაქსა და კლუბშია. ის ყოველთვის მოტივირებულია, საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო". 

მწვრთნელები მატჩის წინ

ჩავი (ბარსელონა): "რეალი ძალიან ძლიერია კონტრშეტევებზე, შუახაზში. მეტოქე ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონია. ფინალებში მათ სუპერკონკურენციის გენები აქვთ და ჩვენი მიზანია, არანაკლები მოტივაცია ვაჩვენოთ მოედანზე. რეალი ძალიან ძლიერია, მაგრამ ჩვენც მოგებისთვის გავალთ. თუ მეტოქის ფეხბურთელებს ფინალებში თამაშის მეტი გამოცდილება აქვს, ჩვენ ამას მეტი ენთუზიაზმი უნდა დავუპირისპიროთ. ისევე უნდა ვითამაშოთ, როგორც პირველი 60 წუთი ნახევარფინალში. ბევრი ისეთი მოთამაშე გვყავს, რომელთაც ტიტულები არ მოუგიათ, მაგრამ ამაში უპირატესობას ვხედავ. 

ბრწყინვალე შანსია შუა სეზონში მოვიგოთ ტიტული, მერე რა, რომ მეტოქემ ერთი დღით მეტი დაისვენა, ამ შეხვედრაში ტრავმირებულმაც კი უნდა ითამაშო ბოლომდე. VAR-თან ერთად ფეხბურთმა ზეიმის გემო დაკარგა, თუმცა უფრო სამართლიანი გახდა. სამართლიანობა ძალიან მიყვარს, მაგრამ გოლის აღნიშვნის შეგრძნება რომ იკარგება, ეს ცუდია". 

საინტერესო ფაქტები

🟠 რეალისა და ბარსელონას ურთიერთდაპირისპირებებში "სამეფო კლუბი" ოდნავ წინაა - 101 მოგება, 97 მარცხი, 52 ფრე. 

🟠 ესპანეთის სუპერთასი ყველაზე მეტჯერ ბარსელონამ მოიგო - 13-ჯერ, თუ რეალი გაიმარჯვებს, ის ტიტულებით კონკურენტს დაეწევა. 

🟠 ამ სეზონში ლა ლიგაში ეს გუნდები "სანტიაგო ბერნაბეუზე" შეხვდნენ და რეალმა 3:1 მოიგო. 

🟠 ბარსელონას 8-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (7 მოგება, 1 ფრე), ეს 2022 წლის აპრილის მერე საუკეთესო სერიაა გუნდისთვის. 

🟠 2022 წელს სულ 3 "ელ კლასიკო" ჩატარდა, სულ მცირე, 4-4 გოლი გავიდა. 

🟠 ამ გუნდებს შორის ბოლო 16 გოლიდან 6 (37.5%) 82-ე წუთის შემდეგ გავიდა.

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი (4-3-3): კურტუა - კარვახალი, ნაჩო, რიუდიგერი, მენდი - კროოსი, ვალვერდე, მოდრიჩი - როდრიგო, ბენზემა, ვინისიუსი
ტრავმა: ალაბა, ლუკას ვასკესი, ჩუამენი, კამავინგა (?), მილიტაო (?)

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - კუნდე, არაუხო, კრისტენსენი, ბალდე - ფ. დე იონგი, ბუსკეტსი, პედრი - დემბელე, ლევანდოვსკი, ფატი.

კომენტარები

ბოლო ამბები