- ლიგა 2-ში გიორგი მიქაუტაძემ ზედიზედ ორ ტურში გაიტანა
- გიორგი მიქაუტაძე: როცა ნაკრებიდან კლუბში ვბრუნდები, ამას ყოველთვის ვგრძნობ
საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-19 ტურში გიორგი მიქაუტაძის მეცმა რუანი 2:0 დაამარცხა. ამ შეხვედრაში 22 წლის ქართველმა ფორვარდმა ჩემპიონატში მე-9 სეზონში კი მეცის მაისურით მეათე გოლი გაიტანა. გიორგიმ ზედიზედ მეორე მატჩი დაიწყო სათადარიგოთა სკამზე და მან 92-ე წუთზე გაიტანა. რუანთან მიქაუტაძემ მეორე ტაიმი ითამაშა. გამარჯვების შემდეგ გიორგიმ კომენტარი socios-fcmetz.com-ს მისცა.

"ვიცი, რომ უკეთ თამაშიც შემიძლია, ამაზე არ შევჩერდები. უნდა გავაგრძელო გოლების გატან და გუნდის დახმარება. მეტოქეს ძალიან კარგი გუნდი ჰყავდა. კარგია, რომ დაუმარცხებელი სერია გვაქვს და მესამე ადგილზე გადავედით, მაგრამ ასე უნდა გავაგრძელოთ. ყველამ კარგად ვიცით, რომ ლიგა 1-ში დასაბრუნებლად მეორე ადგილის დაკავებაა საჭირო.
მას მერე, რაც გიორგიმ ყველა, 16-ვე მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, ლასლო ბოლონიმ ის ბოლო ორი მატჩი სათადარიგოთა სკამზე დატოვა, თუმცა ორივეში ქართველი ფორვარდი შევიდა და გოლი გაიტანა.
"არ ვიცი, რატომ არ ვითამაშე სასტარტო შემადგენლობაში, ეს კითხვა მწვრთნელს დაუსვით. მის გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, პატივს ვცემ, თუმცა მსურდა, მისთვის მეჩვენებინა, რომ სათადარიგოთა სკამზე ჯდომას თამაში მირჩევნია, არა აქვს ვინ არის მეტოქე, ნიმი თუ დღევანდელი გუნდი".
შეგახსენებთ, რომ 19 ტურის შემდეგ გიორგი მიქაუტაძის მეცს 31 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა, მეცი ორი ქულით ჩამორჩება ზურიკო დავითაშვილის ბორდოს. ლიდერობს ლე ავრი, რომელსაც 42 ქულა აქვს. პირველი წრე დასრულდა და ბომბარდირებში მიქაუტაძე მხოლოდ ბორდოს ნიგერიელ ფორვარდ მაჯას (11 გოლი) ჩამორჩება. მიქაუტაძის ანგარიშზე ასევე 4 საგოლე პასია.
კომენტარები