Thumbnail
  • პორტუგალიის ქალაქ ალმადაში 6 ქართველი ძიუდოისტი გამოვა
  • ლიდერების ასპარეზობა თებერვალში პარიზიზ გრანდ სლემზე იგეგმება

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობა დაასახელა წლის პირველი ტურნირისთვის, რომელიც 27-29 იანვარს ალმადაში შედგება.

პორტუგალიის ქალაქში დაგეგმილ გრან პრიზე ამ დროისთვის 77 ქვეყნის წარმომადგენელი 523 ძიუდოისტი დარეგისტრირდა, რომელთაგან 6 ქართველია.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შეჯიბრზე იასპარეზებენ გიორგი სარდალაშვილი, ნიკა ხუზაურაშვილი (ორივე – 60 კგ.), გიორგი ჩიხელიძე (73 კგ.), ილია სულამანიძე (2022 წლის მასტერსის ჩემპიონი), ერეკლე ბაზიერიშვილი (ორივე – 100 კგ.) და საბა ინანეიშვილი (+100 კგ.).

ცნობისთვის, შარშან ალმადაში საქართველოს ნაკრების მონაგარი ერთადერთი ბრინჯაოს მედალი იყო. კვარცხლბეკზე ასვლა გიორგი ბერიაშვილმა (100 კგ.) მოახერხა.

სავარაუდოა, რომ წამყვანი ქართველი ძიუდოისტები ახალ სეზონს თებერვლის დასაწყისში გახსნიან. 4-5 თებერვალს საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი პრესტიჟულ გრანდ სლემს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები